facebook-pixel
Georgianenglishrussian

მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია

მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია

ბადურას ცენტრალურ უბანშიმიმდინარე ქრონიკული დეგენერაციულიპროცესი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით სიბრმავის გამომწვევ მიზეზებს შორის მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია მესამე ადგილს იკავებს (კატარაქტისა და გლაუკომის შემდეგ). ამ საინტერესო დაავადების შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ახალგაზრდა ექიმი, ოფთალმოლოგი ელისო სიჭინავა.

- რა არის მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია?
მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია (AMD) არის ბადურას ცენტრალურ უბანში, მაკულაში მიმდინარე ქრონიკული დეგენერაციული პროცესი, რომელიც გვხვდება ასაკოვან მოსახლეობაში (50-55წელს ზემოთ) და იწვევს მხედველობის შეუქცევად დაქვეითებას. მაკულა წარმოადგენს ბადურა გარსის უკანა ნაწილში მდებარე უბანს, რომელიც განსაზღვრავს ცენტრალური მხედველობის სიმახვილეს. ასაკის მატებასთან ერთად ბადურაში მიმდინარეობს ისეთი ასაკობრივი ცვლილებები, როგორიცაა:

  1. ფოტორეცეპტორების (ბადურის ნერვულიურედები) სიმჭიდროვის შემცირება, 
  2. ბადურის პიგმენტური ეპითელის ულტრასტრუქტურული ცვლილებები: მელანინის გრანულების დაკარგვა, ლიპოფუსცინის გრანულების და რეზიდუალური სხეულების ფორმირება; 
  3. ქორიოკაპილარების შრეში პროგრესული ინვოლუციური ცვლილებები;

თუმცა ყოველივე ეს ასაკობრივ, ფიზიოლოგიურ პროცესს წარმოადგენს და არ იწვევს ზემოთ აღნიშნულ დაავადებას.

- რა იწვევს ამ დაავადებას?
განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ხანდაზმული ასაკი ( ვლინდება 50-55 წელს ზემოთ );
  • გენეტიკური განყობა და ოჯახური ანამნეზი;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • მდედრობითი სქესი;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • კარდიო-ვასკულური დაავადებები;
  • ჰიპერქოლესტერინემია;
  • სიმსუქნე;
  • არაბალანსირებული კვება.

- რა სიმპტომებით გამოიხატება და რა ჩივილები ახასიათებს?
პაციენტები მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის ადრეულ ეტაპზე, როგორც წესი, ასიმპტომურები არიან, ამიტომაც ხშირად ამ ეტაპზე არსებული დაავადება მორიგი საკონტროლო ვიზიტის ან თვალის სრულიად სხვა ჩივილით მოსული პაციენტის თვალის ფსკერის დათვალიერების დროს გამოვლინდება ხოლმე. თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად აღინიშნება მხედველობის დაბინდვა, კითხვის გაძნელება, სირთულეები სიბნელესა და სინათლესთან ადაპტაციის პროცესში, მეტამორფოფსიები (როდესაც სწორი ხაზები ჩანს დაკლაკნილად).
გამოყოფენ მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის ორ ძირითად ფორმას: მშრალი და სველი. კვლევებმა აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში დაავადება მიდის მშრალი ფორმით.
ადრეულ ეტაპზე თვალის ფსკერის დათვალიერებისას კლინიკურად ვლინდება დრუზები (მოყვითალო ფერის ფოსფოლიპიდებისა და კოლაგენის შემცველი ჩანართები პიგმენტური ეპითელის სისქეში) და ფოკალური ჰიპერპიგმენტაცია. თავისთავად ეს ცვლილებები არ იწვევენ მხედველობის გაუარესებას, მაგრამ დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევიან და ასევე წარმოადგენენ რისკ-ფაქტორს მშრალი ფორმის შორსწასული ფორმის-გეოგრაფიული ატროფიის განვითარებისა, რა დროსაც მხედველობა მნიშვნელოვნად უარესდება, თუმცა სველი ფორმისგან განსხვავებით პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს.
მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის სველი ფორმა იწვევს ცენტრალური მხდველობის მოკლე დროში მნიშვნელოვნად გაუარესებას. ამ დროს მაკულის არეში ვითარდება ქოროიდალური ნეოვასკულარიზაციია მის ქვეშ მდებარე ქორიოკეპილატული შრიდან. კლინიკურად ვლინდება

  • მაკულის შეშუპება;
  • სუბრეტინალური სითხე;
  • ჰემორაგია;
  • პიგმენტური ეპითელის ჩამოცლა;
  • მომწვანო-მორუხო ქოროიდალური ნეოვასკულარიაზაცია;
  • სუბრეტინალური ფიბროზი და დისციფორმული ნაწიბური.

- როგორ ხდება მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისდიაგნოსტირება?
ამ დაავადების დიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგ გამოკვლევებს:

  • ოფთალმოსკოპია (თვალის ფსკერის დათვალიერება)
  • ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია, რომელიცდაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა.
  • ფლუორესცენტული ანგიოგრაფია - უმეტესად გამოიყენება სველი ფორმის დროს.

- როგორმკურნალობთ ამ დაავადებას?
უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობის პროცესში პაციენტის კვებითი რაციონის მოწესრიგება და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ამასთანავე, AREDS და AREDS2 კვლევების შედეგად შემუშავებულ იქნა ვიტემინებისა და მინერალების კომპლექსი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია დაავადების ადრეული სტადიის და მშრალი ფორმის პროგრესირების რისკის 20-25 %-ით შემცირება. ეს კომბინაცია მოიცავს: C და E ვიტამინებს, ბეტა კაროტინს, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს და სხვა კაროტინოიდებს.
რაც შეეხება სველ (ნეოვასკულარულ) ფორმას, ამ დროს მოწოდებულია:
თვალშიდა, ინტრავიტრეალური ინექციები: რადგანაც აღნიშნული სტადიის დროს ადგილი აქვს თვალში სისხლძარღვების ენდოთელური ზრდის ფაქტორის გამომუშავებას, რომელიც თავის მხრივ ასტიმულირებს აბნორმული სისხლძარღვების განვითარებას, საჭიროა პრეპარატების შეყვანა ინექციების სახით, რაც აღნიშნული პროცესის შეფერხებას იწვევს. მაგალითად, ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორის ინჰიბიტორები: ბევაციზუმაბი, რანიბიზუმაბი, აფლიბერცეფტი და სხვ.
ლაზერული ფოტოკოაგულაცია-მოწოდებულია მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, როცა დაზიანებულ კერას აქვს მკვეთრი საზღვრები და იუქსტა ან ექსტრაფოვეალურად მდებარეობს.
ასევე ეფექტური მეთოდია ფოტოდინამიური თერაპია.

- როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის განვითარება?
იმის გამო, რომაღნიშნულ დაავადებას საწყის ეტაპზე აქვს მწირი სიმპტომატიკა, საჭიროა რეგულარული, ყოველწლიური ვიზიტი ოფთალმოლოგთან, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგულარული კონტროლი იმ პაციენტებში, რომელთაც ერთ თვალზე უკვე დადგენილი აქვთ მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, მიუხედავად იმისა არის თუ არა რაიმე ჩივილი მეორე თვალთან დაკავშირებით.
სახლის პირობებში ყველაზე მარტივი თვითკონტროლი შესაძლებელია ამსლერის ბადის მეშვეობით, რაც წარმოადგენს თეთრ ფონზე შავი ფერის (ან პირიქით) უჯრების ბადეს ცენტრში საფიქსაციო წერტილით. ტესტის დროს თითოეული თვალი მოწმდება ცალ-ცალკე, საკითხავ მანძილზე საკითხავი სათვალით. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ახალი მეტამორფოფსიები, სკოტომა და ცენტრალური მხედველობის სხვა ცვლილებები.

ასე რომ, იყავით ყურადღებით და გაუფრთხილდით თქვენს თვალის ჩინს!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 17:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ : სრული ოფთალმოლოგიური გამოკლვლევით 125 ლარის ნაცვლად 30 ლარად!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>