ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკამ მიიღო TEMOS INTERNATIONAL-ის აკრედიტაცია

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკამ მიიღო TEMOS INTERNATIONAL-ის აკრედიტაცია

TEMOS INTERNATIONAL-ის აკრედიტაცია

გვსურს, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლე! ჩვენმა კლინიკამ მიიღო აკრედიტაცია Temos International-გან, იგი წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციით და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებითაა დაკავებული. ამ აკრედიტაციით ჩვენ დავამტკიცეთ რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა აკმაყოფილებს სამედიცინო მომსახურების ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

რა არის Temos International-ის აკრედიტაცია?

Temos-ი  ზრდის კლინიკურ სტანდარტებს, აუმჯობესებს კლინიკურ და არაკლინიკურ შედეგებს, პაციენტების უსაფრთხოებას, ასევე ეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს, შეამცირონ ხარჯები საუკეთესო შედეგის მიღწევისთვის. ორგანიზაცია ინდივიდუალურად აფასებს პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებას და ადასტურებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

ჩვენი კლინიკა დიდ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურებას, არამედ პაციენტების უსაფრთხოებასა, კომფორტს და კონფინენციალურობას. Temos International-ის აკრედიტაცია ემყარება მკაცრ კრიტერიუმებს, და მისი მიღება ჩვენთვის ერთგვარი აღიარებაა იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა დაიკავა ღირსეული ადგილისაერთაშორისო მედიცინაში, მსოფლიოს სხვა მაღალი დონის კლინიკებთან ერთად. ჩვენი პაციენტებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ხელმისაწვდომობაში ექნებათ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

 

ტეგები

ტეგები