ღვიძლის ქირურგია

ღვიძლის ქირურგია

შალვა გიუაშვილი - ღვიძლის ქირურგიის შესახებ

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში წარმატებით ხორციელდება ღვიძლის და სანაღვლე გზების ქირურგიული დაავადებების მკურნალობა. კლინიკაში ქირურგიული გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. მოცემულ სფეროს კურირებს მედ. აკად. დოქტორი, ასოც. პროფესორი, ქირურგი შალვა გიუაშვილი, რომელსაც ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის მიმართულებით დამატებით მიღებული აქვს გამოცდილება ნორვეგიის და სამხრეთ კორეის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში. 

სტაციონარის საოპერაციო ბლოკი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, ქირურგიის ამ მიმართულებისთვის დანერგილია და აპრობირებულია ისეთი აუცილებელი ტექნოლოგიები, როგორიცაა 4K ლაპაროსკოპიული აღჭურვილობა,  კავიტაციური ულტრაბგერითი ქირურგიული ასპირატორი (CUSA), დისექციის და კუაგულაციის თანამედროვე გენერატორები (LigaSure, Harmonic Scalpel), ბიპოლარული და მონოპოლარული დიათერმიის ინსტრუმენტები, ერთჯერადი მოხმარების თანამედროვე ვასკულური სტეპლერები, ინტრაოპერაციული ულტრასონოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში ექსპრესსბიოფსია, სათანადო მაგნიტიფიკაციის ქირურგიული სათვალე, სპეციალური რეტრაქტორები და სხვა.

აუცილებელი კვლევების, მულტიდისციპლინური და ქირურგიული ანალიზის შემდგომ შესაბამისი ჩვენებით ტარდება ლაპაროსკოპიული და ღია წესით ოპერაციები ღვიძლზე, როგორიცაა: ღვიძლის ანატომიური რეზექციები - სეგმენტექტომია, სექციონექტომია და ჰემიჰეპატექტომია, კომბინირებული რთული რეზექციები, ღვიძლის ატიპიური რეზექციები, პარენქიმა დამზოგველი ოპერაციები, დაზიანებული უბნის ამოკვეთა, პერიცისტექტომია, ფენესტრაცია, ღვიძლის ბიოფსია და ღრუს დრენირება. 

ღვიძლზე რეზექციული ტიპის ოპერაციული მკურნალობის ჩვენებას წარმოადგენს შემდეგი დაავადებები:

ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები: ჰეპატოცელულური კარცინომა, ინტრაჰეპატური ქოლანგიოკარცინომა, ნაღვლის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე, ღვიძლის მეორადი სიმსივნური დაზიანება (კოლორექტალური მეტასტაზი) და ა.შ.

ღვიძლის სიმპტომური კეთილთვისებიანი სიმსივნეები: ჰემანგიომა, ფოკალური კვანძოვანი ჰიპერპლაზია, ცისტოადენომა, მარტივი ცისტა და ა.შ.

ღვიძლის პარაზიტული და არაპარაზიტური დაავადებები: ღვიძლის ექინოკოკოზი, ალვეოკოკოზი, ინტრაჰეპატური ლითიაზი ასოცირებული ღვიძლშიდა სადინრების სტიქტურასთან ან/და ატროფიასთან, ღვიძლის აბსცესი და ა.შ.

 

( 032 ) 2 95 80 14

595 41 70 55

ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ

ტეგები

ტეგები