განახლებული „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა“ არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ქალაქის ისტორიულ-კულტურული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი. კლინიკის ისტორია 1880 წლიდან იწყება. თავდაპირველად, საავადმყოფო 30 საწოლზე იყო გაშლილი. მოგვიანებით, საწოლების რიცხვი 55-მდე გაიზარდა, ხოლო 1920 წელს კლინიკა გაფართოვდა და საწოლების რაოდენობამ 120-ს მიაღწია.
1921 წლის 30 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით ალექსანდრეს საავადმყოფოს ბაზაზე დაარსდა სამკურნალო ფაკულტეტის თერაპიის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი.
1941 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრა განთავსდა თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების II საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ბაზაზე და მას ხელმძღვანელობდა პროფესორი ეფრემ ზაქარაია (1940-1947); შემდგომ – პროფესორი დავით იოსელიანი (1047-1967), პროფესორი მიხეილ ჩაჩავა (1967-1979), პროფესორი გიორგი (გოგი) ბოჭორიშვილი (1979-1981), პროფესორი გივი გონჯილაშვილი (1981-1999); 2009 წლიდან ზოგადი ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი არის სრული პროფესორი თამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ამავე დროს კლინიკის კლინიკური დირექტორია.
თითქმის 150 წლიანი ისტორიის მქონე კლინიკას, რომლის ბაზაზეც ექიმთა არა ერთი შესანიშნავი თაობა აღზრდილა, 2013-2015 წლებში ჩაუტარდა სრული სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები და აღიჭურვა პროგრესული, ულტრათანამედროვე აპარატურით. განახლებული კლინიკა 2015 წლის 17 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა.
კლინიკის მისია:
„ვუზრუნველყოთ პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა - მაღალი სამედიცინო მომსახურების ხარისხით და ხელმისაწვდლომობით“.
ჩვენი ხედვა:
ვიყოთ კეთილგანწყობილი, ინოვაციური და პაციენტის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი ლიდერი ორგანიზაცია, რომელსაც ენდობიან პაციენტები და პარტნიორები.
ღირებულებები:
კლინიკის მთავარი ღირებულება არისპაციენტიდამისისაჭიროებები.
ძირითადი ღირებულებებია:
თანაგრძნობა – ჩვენგვჯერა, რომყველას: პაციენტს, მისიოაჯხისწევრს, კლინიკაშიდასაქმებულნებისმიერადამიანსუნდამოვეპყროთემპათიით, სიკეთითდაპატივისცემით.
მუდმივი სწრაფვა განვითერებისა და სრულყოფისაკენ – ჩვენვცდილობთდავნერგოთსამედიცინომომსახურებისხარისხისმაღალისტანდარტებიუწყვეტისწავლების, ინოვაციებისდასაუკეთესოკლინიკურიპრაქტიკისმაგალითებისმეშვეობით.
პატიოსნება – ჩვენითითოეულიქმედებაარისგამსჭვალულიპატიოსნებით, გამჭვირვალობითდაანგარიშვალდებულებითჩვენიორგანიზაციისყველადაინტერესებულიპირისმიმართ.
გუნდურობა – ჩვენხელსვუწყობთგუნდურობასდაღიაკომუნიკაციას,