ონკოლოგიური დეპარტემენტის მიმართულებებზე, მკურნალობისა და პრევენციის მეთოდებზე გვესაუბრება დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი შალვა გრძელიძე...
ონკოლოგიის რა მიმართულებებს მკურნალობენ თქვენს დეპარტამენტში ?
ჩვენი კლინიკის ონკოლოგიურ დეპარტამენტში დანერგილია პრაქტიკულად ნებისმიერი ლოკალიზაციისა, გავრცელებისა და ბიოლოგიური თვისებების და ავთვისებიან სიმსივნეთა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
რა უახლესი მეთოდებით მკურნალობთ და რამდენად ეფექტურია ეს მეთოდები ?
ონკოლოგიურ დეპარტამენტში გამოიყენება ავთვისებიან სიმსივნეთა მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიცაა:
- ქირურგია
- ქიმიოთერაპია
- ჰორმონოთერაპია
- იმუნოთერაპია
- ტარგეტული თერაპია
რა უპირატესობები აქვს თქვენს ონკოლოგიურ დეპარტამენტს ?
ონკოლოგიის დეპარტამენტი, როგორც დაავადებათა პრევენციის, ასევე დიაგნოსტიკის, მკურნალობის, გართულებებისა და მონიტორინგის მიმართულებით ხელმძღვანელობს მხოლოდ საყოველთაოდ აღიარებული გაიდლაინებით, როგორიცაა: NCCN, ASCO, ESMO და სხვ.
გაიდლაინების პრაქტიკაში დანერგვამ საშუალება მოგვცა, სრულიად იქნას გამოყენებული მტკიცებულებებზე დაყრდნობილი მედიცინის უპირატესობები სიმსივნურ დაავადებათა მართვის ნებისმიერ ეტაპზე. ამგვარი სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტური გახდა მაღალკვალიფიციურ ექსპერტ-სპეციალისტებთან თანამშრომლობით შემდეგი მიმართულებებით:
- თავისა და კისრის სიმსივნეები
- სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები
- გულმკერდის ღრუს სიმსივნეებიმუცლის ღრუს სიმსივნეები
- მცირე მენჯის ღრუს სიმსივნეები
- კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეები
- ჰემობლასტოზები
ყოველივე ზემოთ აღნიშნული, მაღალი დონის მენეჯმენტთან ერთად უდავოდ გამორჩეულს ხდის ალადაშვილი სახელობის კლინიკის ონკოლოგიურ დეპარტამენტს.
რას ურჩევდით პაციენტებს, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის ?
ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის მრავალფეროვნების გამო შეუძლებელია რამდენადმე ეფექტური პრევენციული საშუალების რეკომენდირება ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა. ყველა კონკრეტული ლოკალიზაციის სიმსივნე ხასიათდება თავისი სპეციფიკით, როგორც მკურნალობის, ასევე პრევენციის თვალსაზრისით; შესაბამისად პრევენციის რაიმე უნივერსალური მეთოდის შეთავაზება პაციენტისთვის არაპროფესიონალური მიდგომაა. გამომდინარე ამ რეალობიდან, ნებისმიერი რეკომენდაცია უნდა იყოს ინდივიდუალური და მორგებული განსაზღვრულ კატეგორიაზე.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55 ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.