ონკოლოგიური დაავადებების წარმატებული მართვა ალადაშვილის კლინიკაში

ონკოლოგიური დაავადებების წარმატებული მართვა ალადაშვილის კლინიკაში

გაიგეთ ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის რა მეთოდებია დანერგილი ალადაშვილის კლინიკაში

თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას ონკოლოგიური დაავადებები წარმოადგენს. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას. ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება. ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას, მაღალკავლიფიციური ექიმების გუნდის თავდადებულ მუშაობას და მსოფლიო სტანდარტებით დადგენილი უახლესი გაიდლაინებით ხელმძღვანელობას მოითხოვს.

ალადაშვილის კლინიკაში ხორციელდება ყველა სახის ონკოლოგიური დაავადების მართვა. ჩვენი კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის მიმართულებებზე, მკურნალობისა და პრევენციის მეთოდებზე გვესაუბრება დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი შალვა გრძელიძე: 

-  ონკოლოგიის რა მიმართულებებს მკურნალობენ თქვენს დეპარტამენტში ? 
ჩვენი კლინიკის ონკოლოგიურ დეპარტამენტში დანერგილია პრაქტიკულად ნებისმიერი ლოკალიზაციის, გავრცელებისა და ბიოლოგიური თვისებების ავთვისებიან სიმსივნეთა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

-  რა უახლესი მეთოდებით მკურნალობთ და რამდენად ეფექტურია ეს მეთოდები ? 
ონკოლოგიურ დეპარტამენტში გამოიყენება ავთვისებიან სიმსივნეთა მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიცაა:

  • ქირურგია 
  • ქიმიოთერაპია 
  • ჰორმონოთერაპია 
  • იმუნოთერაპია 
  • ტარგეტული თერაპია 

- რა უპირატესობები აქვს თქვენს ონკოლოგიურ დეპარტამენტს ? 
ონკოლოგიის დეპარტამენტი, როგორც დაავადებათა პრევენციის, ასევე დიაგნოსტიკის, მკურნალობის, გართულებებისა და მონიტორინგის მიმართულებით ხელმძღვანელობს მხოლოდ საყოველთაოდ აღიარებული გაიდლაინებით, როგორიცაა: NCCN, ASCO, ESMO და სხვ. 

გაიდლაინების პრაქტიკაში დანერგვამ საშუალება მოგვცა, სრულიად იქნას გამოყენებული მტკიცებულებებზე დაყრდნობილი მედიცინის უპირატესობები სიმსივნურ დაავადებათა მართვის ნებისმიერ ეტაპზე. ამგვარი სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტური გახდა მაღალკვალიფიციურ ექსპერტ-სპეციალისტებთან თანამშრომლობით შემდეგი მიმართულებებით:

  • თავისა და კისრის სიმსივნეები
  • სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები
  • გულმკერდის ღრუს სიმსივნეებიმუცლის ღრუს სიმსივნეები
  • მცირე მენჯის ღრუს სიმსივნეები
  • კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსინეები
  • ჰემობლასტოზები

ყოველივე ზემოთ აღნიშნული, მაღალი დონის მენეჯმენტთან ერთად უდავოდ გამორჩეულს ხდის ალადაშვილის სახელობის კლინიკის ონკოლოგიურ დეპარტამენტს.

- რას ურჩევდით პაციენტებს, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის ?
ონკოლოგიურ დაავადებათა არაერთგვაროვნების გამო შეუძლებელია უნივერსალური პრევენციული საშუალების რეკომენდირება ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა. ყველა კონკრეტული ლოკალიზაციის სიმსივნე ხასიათდება თავისი სპეციფიკით, როგორც მკურნალობის, ასევე პრევენციის თვალსაზრისით; შესაბამისად, პრევენციის უნიფიცირებული მეთოდის შეთავაზება პაციენტისთვის არაპროფესიონალური მიდგომაა. გამომდინარე ამ რეალობიდან, ნებისმიერი რეკომენდაცია უნდა იყოს ინდივიდუალური და მორგებული განსაზღვრულ კატეგორიაზე.

თუმცა ერთი რამ უდავოა, ნებისმიერი ავთვისებიანი სიმსივნის წარმატებული მართვის საწინდარი მისი ადრეული დიაგნოსტიკაა. შესაბამისად, სასურველია, რომ ადამიანმა მის ორგნიზმში ნებისმიერი არასასურველი ან გაუგებარი ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. 

ამასთანავე, აუცილებელია, პაციენტმა რეგულარულად ჩაიტაროს ასაკობრივი და სხვა რისკ-ჯგუფებისთვის დადგენილი სპეციალური სკრინინგული გამოკვლევები, რომლებიც სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა.  ნუ გადადებთ საკუთარ სიცოცხლეზე ზრუნვას! 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები