უფასო გასვლითი აქცია - სიღნაღი

უფასო გასვლითი აქცია - სიღნაღი

„პროფესიონალი მედიკოსები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში“.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა აქტიურად განაგრძობს სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის განხორციელებას -„პროფესიონალი მედიკოსები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში“. აგვისტოში ამ პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური უფასო აქცია გაიმართა კახეთში. ამჯერად ალადაშვილის კლინიკის ექიმთა გუნდს ქ. სიღნაღმა უმასპინძლა. 

აქცია 18 აგვისტოს სიღნაღის საჯარო სკოლაში მოეწყო და  ქალაქის ნებისმიერ მაცხოვრებელს საშუალება მიეცა, მიეღო უფასო კონსულტაცია  ალადაშვილის კლინიკის ექიმებისგან. 

 კონსულტაციებს ატარებდნენ:

  • თერაპევტი
  • კარდიოლოგი
  • ოფთალმოლოგი
  • ნევროლოგი
  • მამოლოგი
  • ქირურგი
  • გინეკოლოგი
  • უროლოგი
  • ენდოკრინოლოგი

უფასო სამედიცინო გასინჯვასთან ერთად აქციაზე მისულ მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა საჭირო მედიკამენტებიც. 

მოხარულნი ვართ, რომ აქციაზე ქალაქის მერი და ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი გვეწვივნენ და გამოხატეს სრული მხარდაჭერა რეგიონული ჯანდაცვისთვის ესოდენ მნიშვნელოვან პროექტში. მერი იყო ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ჩვენი ესოდენ საჭირო და ჰუმანური ქმედებით

გვინდა, გაცნობოთ, რომ ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი, გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და მოიცავს საქართველოს თითოეულ რეგიონს.

თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტი ჩვენი მთავარი საზრუნავია!

პროფესიონალი მედიკოსები თქვენს სამსახურიში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები

აქციები

აქციები