პირველად საქართველოში - არტერიული ჰიპერტენზიის კვლევის ცენტრი

პირველად საქართველოში - არტერიული ჰიპერტენზიის კვლევის ცენტრი

ალადაშვილის კლინიკაში ფუნქციონირებას იწყებს ამიერკავკასიაში უპრეცედენტო, არტერიული ჰიპერტენზიის კვლევის ცენტრი.

პირველად საქართველოში - ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში 2018 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ამიერკავკასიაში უპრეცედენტო, არტერიული ჰიპერტენზიის კვლევის ცენტრი.   ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება და დაბალია ადექვატურ მკურნალობაზე მყოფი და კონტროლირებული წნევის მქონე პაციენტთა ხვედრითი წილი. სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე არტერიული ჰიპერტენზიის კვლევის ცენტრის გახსნა უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ რეალობაში.

ცენტრს უხელმძღვანელებს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ექიმი-კარდიოლოგი, ევროპის ჰიპერტენზიის კლინიკური სპეციალისტი ანა რეხვიაშვილი. არტერიული ჰიპერტენზიის კვლევის ცენტრში დანერგილი იქნება მულტიდისციპლინარული მიდგომა, პაციენტს მისი პათოლოგიის სიმძიმიდან და ტიპიდან გამომდინარე მოემსახურება მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, რომელიც წარმოდგენილია:

  • კარდიოლოგით, 
  • ნევროლოგით, 
  • ენდოკრინოლოგით, 
  • ოფთალმოლოგით, 
  • ნეფროლოგით, 
  • უროლოგით, 
  • ანგიოლოგით, 
  • ინვაზიური რადიოლოგით, 
  • გინეკოლოგით. 

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის არტერიული ჰიპერტენზიის კვლევის ცენტრი პაციენტებს შესთავაზებს ევროპისა და ამერიკის გაიდლაინებსა და სტანდარტებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. 

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის არტერიული ჰიპერტენზიის ცენტრს მჭიდრო კავშირი ექნება მსოფლიოში ცნობილ ჰიპერტენზიის ექსპერტებთან და ცალკეულ „რთულ“ შემთხვევებში მოხდება მართვასა და მკურნალობაში მათი ჩართვა.

ცენტრისათვის პრიორიტეტს  პაციენტცენტრული დამოკიდებულება, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არტერიული ჰიპერტენზიის ადექვატური მართვა და პოტენციური რისკის მაქსიმალური რედუქცია წარმოადგენს.

პროფესიონალები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში!

ტეგები

ტეგები