ძუძუს კიბო - დიაგნოზი და არა განაჩენი!

ძუძუს კიბო - დიაგნოზი და არა განაჩენი!

ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს ქალებში.

ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს ქალებში. ამ მძიმე დაავადების შესახებ გვესაუბრება ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის ონკოლოგი, ბატონი კახაბერ ალხანიშვილი.

- რა უნდა ვიცოდეთ ძუძუს კიბოს შესახებ?
არსებობს უამრავი მითი ამ დაავადების შესახებ, რადგან მისი ისევე, როგორც სიმსივნეთა დიდი უმრავლესობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი მე-8 ქალი ავადდება ამ პათოლოგიით და მისი სიხშირე იზრდება. ძუძუს კიბო სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია ქალებში.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ძუძუს კიბო?
ძუძუს კიბოს გარანტირებულად თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა მისი განვითარების რისკის მნიშვნელოვანი შემცირება სავსებით რეალურია. ძუძუს კიბოს რისკის შესამცირებლად, უნდა ვიცოდეთ და აღმოვფხვრათ ის რისკ-ფაქტორები, რომლების ხელს უწყობენ კიბოს განვითარებას.

- რომლებია ძუძუს კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორები?
ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორების ნაწილი არაკონტროლირებადია და ჩვენ მას ვერ შევცვლით, ხოლო ნაწილი - კონტროლირებადია და მათი მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

კონტროლირებადი (თავიდან აცილებადი) რისკ-ფაქტორებია:
ნიკოტინი
ალკოჰოლი
ჭარბი წონა
ძუძუს კეთილთვისებიანი პათოლოგიები
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები
პირველი მშობიარომა 30 წლის ასაკს შემდეგ
უშვილობა
ჰორმონალური პრეპარატები
კონტრეცეპტიული პრეპარატები
საკონტროლო გამოკვლევების უგულველყოფა

არაკონტროლირებადი რისკ-ფაქტორები:
მდედრობითი სქესი
ასაკი
მენზესის (მენსტრუალური ციკლი) დაწყება 12 წლამდე
მენზესის დამთავრება 55 წლის შემდეგ
გენური მუტაციები
ძუძუს კიბოს არსებობა ახლო ნათესავებში
საკვერცხის კიბოს არსებობა ახლო ნათესავებში

- როგორია გამოჯანმრთელების შანსები სიმსივნის დროულად აღმოჩენის შემთხვევაში?
ძუძუს კიბოს დროულად აღმოჩენის შემთხვევაში განკურნების შანსი თითქმის 100%. უნდა გვახსოვდეს, რომ პროცესის პროგრესირებასთან ერთად უარესდება გამოჯანმრთელების შანსები.

- რა საშუალებები არსებობს ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისათვის?
ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის არსებობს ორი მეთოდი: თვითგამოკვლევა, რომელიც დაბალი ხარისხისაა და დაავადების გამოვლენის საშუალებას იძლევა მაშინ, როცა სიმსივნეს საკმაოდ დიდი ზომისთვის აქვს მიღწეული.
სპეციალური კლინიკური კვლევები, (მათ შორის სკრინინგ-მამოგრაფია, სპეციალისტის კონსულტაცია), რომლებიც გულისხმობს ძალიან მცირე ზომის სიმსივნის აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

- რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება;
სისხლიანი ან უსისხლო გამონადენი;
ძუძუს ან ძუძუსთავის გამკვრივება ან შეშუპება;
ძუძუს ფორმის შეცვლა;
ხელების ზემოთ აწევისას ორმოების გაჩენა;
კანის დანაოჭება;
სტრუქტურის შეცვლა, რომელიც შეხებით შეიგრძნობა;
მუდმივი უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთ ძუძუში;
ლიმფური კვანძების გადიდება;
ბეჭის ან იღლიის მიდამოს შესიება.

იმ შემთხვევაში, თუ შენიშნეთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ ძუძუს კიბო ეს მხოლოდ დიაგნოზია და არა განაჩენი. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მისი თავიდან აცილება. მაგრამ წარმატებული მკურნალობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დაავადების დროული გამოვლენა. ამისათვის ყოველმა ქალმა, წელიწადში ერთხელ უნდა მიმართოს მამოლოგს პროფილაქტიკური კვლევისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14

ტეგები

ტეგები