რა შემთხვევაში მივმართოთ უროლოგს?

რა შემთხვევაში მივმართოთ უროლოგს?

უროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მამაკაცის შარდ-სასქესო და ქალის საშარდე სისტემის დაავადებებს.

უროლოგიურ ორგანოებს მიეკუთვნება თირკმელი, შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი, პროსტატა, შარდსადენი-ურეთრა, სასქესო ასო, სათესლე ჯირკვალი. ყველაზე გავრცელებული უროლოგიური პათოლოგიების და მათი დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება ალ. ალადაშვილის კლინიკის უროლოგი, ბატონი ნუგზარ იარალაშვილი.

- რომელია ყველაზე გავრცელებული უროლოგიური დაავადებები?


უროლგიური დაავადებები საკმაოდ გავრცელებული და მრავალფეროვანია.ესენია:

  • შარდ-კენჭოვანი დაავადება
  • თირკმლის კენჭები
  • შარდსაწვეთის კენჭები
  • პროსტატის კეთილთვსებიანი ჰიპერპლაზია - იგივე პროსტატის ადენომა
  • პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე თირკმლის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები
  • თირკმლის კისტოზური წარმონაქმნები
  • თირკმლის ჰიდრონეფროზული ტრანსფორმაცია
  • შარდსაწვეთის სტრიქტურა - შევიწროვება
  • შარდსაწვეთის სიმსივნე
  • შარდის ბუშტის სიმსივნე
  • შარდის ბუშტის კენჭები
  • შარდის ბუშტის დივერტიკულები
  • შარდსადენის - ურეთრის სტრიქტურა (შევიწროვება)
  • სათესლე ჯირკვლის სიმსივნე
  • სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ვარიკოცელე
  • სათესლე ჯირკვლის წყალმანკი - ჰიდროცელე
  • სასქესო ასოს სიმსივნე
  • ფიმოზი
  • უროლოგიური ორგანოების ანთებითი პროცესები
  • თირკმლის მენჯ-ფიალოვანი სისტემის ანთება - პიელონეფრიტი
  • შარდის ბუშტის ანთბეა - ცისტიტი
  • წინამდებარე ჯირკვლის ანთება - პროსტატიტი
  • შარდსადენის ანტება- ურეთრიტი.
  • სათესლე ჯირკვლის და/ან მისი დანამატის ანთება - ორქიტი, ეპიდიდიმიტი,
  • ორქოეპიდიდიმიტ
  • სასქესო ასოს თავის და/ან ჩუჩის ლორწოვანის ანთება - ბალანიტი, პოსტიტი, ბალანოპოსტიტი

ასევე აღსანიშნავია:

  • მამაკაცის უნაყოფობა
  • სქესობრივი დისფუნქცია
  • შარდის შეუკავებლობა

- რა ჩივილების შემთხვევაში მივმართოთ უროლოგს?
უროლოგიური დაავადების არსებობაზე შესაძლოა, მიუთითებდეს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი ან სიმპტომთა ერთობლიობა:

  • ტკივილი წელის არეში
  • ტკივილი მცირე მენჯის არეში
  • ტკივილი შორისის არეში
  • ტკივილი სათესლე ჯირკვლის არეში
  • ტკივილი სასქესო ასოს არეში
  • ტკივილი და დისკომფორტი სქესობრივი კავშირის დროს
  • ტკივილი მოშარდვის დროს

გარდა ამისა, ყურადსაღები ჩივილებია:

  • ხშირი შარდვა
  • წვა ან დისკომფორტი მოშარდვის დროს
  • შარდვის დაწყების გაძნელება
  • დაუკმაყოფილებლობის (დაუცლელობის) შეგრძნება მოშარდვის შემდეგ
  • მოშარდვის იმპერატიული სურვილი ე.წ. ,,ვერ მისწრების“ შეგრძნება
  • ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაღვიძება მოშარდვის სურვილის გაჩენის გამო - ნოქტურია

მნიშვნელოვანი ნიშანია ასევე:
სისხლიანი შარდის არსებობა
მძაფრი სუნის მქონე შარდის არსებობა
გამონადენის არსებობა შარდსადენიდან.

- როგორ შეიძლება უროლოგიური დაავადების გართულების თავიდან აცილება?
ადრეული დიაგნოსტიკა უაღრესად მნიშვნელოვანია უროლოგიური დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად. გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი პათოლოგიის არსებობის დროს სიმპტომების კლინიკური მანიფესტაცია (ადამიანისთვის შესამჩნევი ჩივილი) ხშირ შემთხვევაში საკმაოდ გვიან ხდება, გეგმიური საკონტროლო ანალიზების წარმოება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს და ამასთანავე, ამცირებს მასთან დაკავშირებულ მატერიალურ დანახარჯებს.

- რომლებია გეგმიური საკონტროლო ანალიზები?
ნებისმიერი პაციენტის უროლოგიური ორგანოების პათოლოგიის გამოსავლენად საწყისი, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი საკონტროლო ანალიზების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • საშარდე სისტემის ექოსკოპიური კვლევა სავსე შარდის ბუშტის პირობებში, ნარჩენი შარდის განსაზღვრით.
  • შარდის საერთო ანალიზი
  • კრეატინინი სისხლში
  • უროლოგის კონსულტაცია
  • მამაკაცების შემთხვევაში პროსტატის სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა (PSA)

ეს ანალიზები საშუალებას გვაძლევს, საწყის ეტაპზევე აღმოვაჩინოთ დაავადება, რაც სწრაფი განკურნების საწინდარია.
საჭიროების შემთხვევაში ასევე გამოიყენება ურეთრის ნაცხის მიკროსკოპია/ბაქტერიოლოგია, პროსტატის წვენის მიკროსკოპია/ბაქტერიოლოგია, სპერმოგრამა ანალიზატორით და ანალიზატორის გარეშე, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, ჰორმონალური სტატუსის შესწავლა, სათესლე ჯირკვლების და სასქესო ასოს ექოსკოპია და სხვა ფართომასშტაბიანი კვლევები.
ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არა დაავადების მკურნალობით, არამედ მისი განვითარების თავიდან აცილებით იწყება!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით: შარდ-სასქესო სისტემის სრულ გამოკვლევას პირველადი დიაგნოსტიკის მიზნით! 174 ლარის ნაცვლად - 87 ლარად.


გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები