ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური ინფექციები

ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური ინფექციები

ვაგინიტი არის ვაგინის (საშოს) ნებისმიერი სახის ანთება ან ინფექცია,

რომელიც  გავრცელებული პრობლემაა და ნებისმიერი ასაკის ქალს შეიძლება დაემართოს. ვაგინა წარმოადგენს კუნთოვან გზას საშოსა და გარე სასქესო ზონას შორის. როდესაც ვაგინალურ ფიზიოლოგიურ ბალანსს არღვევს რომელიმე ტიპის გამღიზიანებელი, ვაგინის კედლებზე მიმდინარეობს ანთება და ვითარდება ვაგინიტი. ამ დაავადების გამომწვევ მიზეზებზე და საყურადღებო სიმპტომებე გვესაუბრება ალ. ალადაშვილის კლინიკის გინეკოლოგი, ქალბატონი ირმა მანასაშვილი.

- რა იწვევს ვაგინის ანთებას?
ვაგინიტის გამომწვევებია: 

  • ინფექციები ,ბაქტერიები, ვირუსები.
  • ჰიგიენური კრემების ქიმიური ელემენტები 
  • მენოპაუზის შემდგომ ესტროგენების დონის დაქვეითება
  • პირადი ჰიგიენის დაუცველობა
  • სექსუალური პარტნიორი, რომელსაც აქვს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება

- რომელია ყველაზე უფრო გავრცელებული ვაგინიტი?
ყველაზე გავრცელებულია კანდიდას ინფექცია– სოკოვანი ვაგინიტი და ბაქტერიული ვაგინოზი. 
კანდიდას ინფექციის გამომწვევია ძირითადად C. Albicans. როცა საშოში მისი რაოდენობა იმატებს, ირღვევა ფიზიოლოგიური ბალანსი და ვითარდება ინფექცია. 

- როგორია კანდიდათი გამოწვეული ვაგინიტის სიმპტომები?
ამ დაავადებას ახასიათებს:

  • სქელი, თეთრი, ხაჭოსებრი გამონადენი საშოდან,
  • ქავილი
  • ვაგინისა და ვულვის სიწითლე და შეშუპება

- ვინ მიეკუთვნება ამ დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფებს?
ქალები, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს:

  • ორსული ქალები
  • დიაბეტით დაავადებული ქალები
  • ქალები, რომლებიც მოიხმარენ კონტრაცეპტივებს ესტროგენების მაღალი შემცველობით
  • ქალები, რომლებსაც უტარდებათ კორტიკოსტეროიდული თერაპია
  • ქალები, რომლებსაც აქვთ ფარისებური ჯირკვლის პრობლემები

- როგორ ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი?
საშოს ნორმალურ ფლორაში ლაქტობაცილების რაოდენობა მეტია ანაერობულ ბაქტერიებზე, ამ უკანასკნელის მომატება არვევს საშოს ფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს  და ვითარდება ვაგინოზი. თავად ამ პროცესის გამომწვევი მიზეზი ძირითადად უცნობია.

- რა სიმპტომებით ხასიათდება ბაქტერიული ვაგინოზი?
ამ დაავადებას ახასიათებს რძისფერი, დროდადრო თხელი ან მონაცრისფრო, ზოჯერ თევზის სუნის მქონე გამონადენი. საყურადღებოა, რომ გამონადენის რაოდენობა მატულობს სქესობრივი აქტივობის დროს. 

- როგორია ამ დაავადებების მკურნალობა?
ამ დაავადების მკურნალობა განისაზღვრება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, დაავადების ისტორია
  • დაავადების ხარისხი
  • სიმპტომების ტიპი და სიმძიმე
  • ინდივიდუალური მიმღებლობა კონკრეტული მედიკამენტისა და  პროცედურის მიმართ

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი უჩვეულო ცვლილება იმსახურებს თქვენ ყურადღებას. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოჯანმრთელებას. თუ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი, დროულად მიმართეთ ექიმს და აიცილეთ თავიდან მოსალოდნელი გართულებები.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03) 2 2 95 80 14


ასევე შეგიძლიათ ისარგებლოდ სრული  გინეკოლოგიური გამოკვლევით 165 ლარის ნაცვლად 85 ლარად!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები