პროფილაქტიკური მედიცინა უაღრესად მნიშვნელოვანი რგოლია თანამედროვე ჯანდაცვაში. ის საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ უამრავი დაავადება. თუმცა, იმის გამო, რომ პროფილაქტიკური მედიცინა ითვალისიწინებს გარემოს დაცვას, კლიმატისა და ფიზიკურ-ქიმიური ფქტორების შეძლებისდაგვარ მოდიფიცირებას, ჯანსაღი სულიერი მდგომარეობის მიღწევას, კვების რაციონის სწორად შერჩევას და ბევრ ისეთ გლობალურ საკითხს, რომელთა მოგვარებაც მსოფლიოს დღის წესრიგში დგას, რთულია ჯეროვნად შესრულდეს ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება.
თუმცა ჯანმრთელობის თითოეული პრობლემის წინაღმდეგ არსებობს კონკრეტული პროფილაქტიკური რეკომენდაცები, რომელთა დაცვაც დაავადების თავიდან აცილების ან მისი გამომწვევი ფაქტორის მავნე ზემოქმედების შესუსტების საშუალებას გვაძლევს.
ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალური მწვავე ენტეროვირუსული ინფექციების პროფილაქტიკაა. ამ საკითხზე გვესაუბრება ალადაშვილის კლინიკის შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი სარიშვილი.
- როგორ ვლინდება მწვავე ენტეროვისურუსლი ინფექცია?სიმპტომატიკა ძალიან მრავალფეროვანია. მიმდინარეობა შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე უკიდურესად მძიმე. მწვავე ენტეროვირუსული ინფექცია, შესაძლოა, გამოვლინდეს მცირე შემცივნებით, დაბალი ტემპერატურით, მაგრამ მისი გართულებული შემთხვევა ვირუსული მენინგიტითაც მანიფესტირდება. ენტეროვირუსული ინფექციის ზოგადი სიმპტომებია:
- როგორ აღწევს ენტეროვირუსები ჩვენს ორგანიზმში?
საყურადღებოა, რომ ენტეროვირუსები ძალიან მდგრადნი არიან გარემოპირობების მიმართ. ისინი განსაკუთრებით ხანგრძლივად ცხოველქმედებენ წყალში. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ზაფხულის თვეებში ენტეროვირუსული ინფექციების გავრცელების ნომერ პირველი მიზეზი სწორედ წყალია. განსაკუთრებით საშიშია დამდგარი წყალი, კერძოდ საცურაო აუზი, მით უმეტეს მაშინ თუ სათანადოდ არაა დაცული ჰიგიენური ნორმები. ეს ზაფხულში ინფექციის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ კერას წარმოადგენს.
გარდა ამისა, ინფექციის მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს საკვები, უმეტესად ხილი და ბოსტნეული. ამის მიზეზი მათი არასათანადო გარეცხვაა. როგორც ვთქვით, ენტეროვირუსები ყველაზე დიდი რაოდენობით წყალში ბუდობენ. ე.ი. ონკანის წყლით გარეცხვას ხშირად არათუ არ შეუძლია, მექანიკურად მოაშოროს ვირუსები ხილ-ბოსტნეულის ზედაპირს, პირიქით, თავადვეა დამაბინძურებელი. ამის თავიდან ასაცილებლად მოწოდებულია შემდეგი პროფილაქტიკური მეთოდი: ხილისა და ბოსტნეულის გადადუღებული წყლით გარეცხვა. ენტეროვირუსები ვერ უძლებენ დუღილის ტემპერატურას და იღუპებიან. შესაბამისად, მხოლოდ გადადუღებული წყალია მათგან უსაფრთხო. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარწყვი მდუღარე წყლით უნდა გავრეცხოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავრეცხოთ იგი გადადუღებული და გაგრილებული წყლით.
- კიდევ რა სახის პროფილაქტიკური რეკომენდაციებია ენტეროვირუსლი ინფექციების წინააღმდეგ?
მინდა აღვნიშნო, რომ ენტეროვირუსული ინფექციების თავიდან აცილებისათვის ძალიან მარტივი და კონკრეტული რეკომენდაციებია მოცემული. ესენია:
მინდა ხაზი კიდევ ერთხელ გავისვა ყველაზე მთავარ საზაფხულო რეკომენდაციას: დიაბანეთ ხელი მაქსიმალურად ხშირად! ჭამამდე, ჭამის შემდეგ, ქუჩიდან სახლში შესვლისას, ერთი სიტყვით - რაც შეიძლება ბევრჯერ. გამოიყენეთ ხარისხიანი საპნები და ეს თქვენ ძალიან ეფექტურად გდაგიცავთ ენტეროვირუსებისგან.
-როგორ უნდა მოვიქცეთ ენტეროვირუსული ინფექციით დაავადების შემთხვევაში?
პასუხი მარტივია - დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! არავითარი თვითმკურნალობა, „გამოცდილი“ მეზობლების რჩევები და ა.შ. როგორც აღვნიშნეთ, ენტროვირუსულ ინფექციას სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გამოწვევა შეუძლია და ამიტომაც, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, რომ არ გამოგვეპაროს გართულებები. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის კონტროლი. საჭიროა, შეფასდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა. მხოლოდ ექიმს შეუძ₾ია მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება მკურნალობის ტაქტიკის შესახებ. ის არჩევს მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ელექტროლიტების გადასხმაა საკმარისი, თუ საჭიროა, ანტიბიოტიკების ჩართვა და სხვა სახის სამკურნალო ღონისძიებების გატარება.
შესაბამისად, თუ მოცემული პროფილაქტიკური მეთოდების მიუხედავად, ვერ აიცილეთ თავიდან ენტეროვირუსული ინფექცია, უმოკლეს დროში მიმართეთ ექიმს, რათა მოსალოდნელი გართულებები მაინც იქნას თავიდან აცილებული.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.
გისურვებთ ჯანმრთელობას!