Georgianenglishrussian

ყბა-სახის ქირურგია და მისი პრიორიტეტული მიმართულებები ალადაშვილის კლინიკაში

ყბა-სახის ქირურგია და მისი პრიორიტეტული მიმართულებები ალადაშვილის კლინიკაში

ალადაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიისა და დენტალური იმპლანტაციის დეპარტამენტი

რა ოპერაციები ტარდება ყბა-სახის მიდამოზე და რითია განსაკუთრებული ალადაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიისა და დენტალური იმპლანტაციის დეპარტამენტი? ჩვენს კითხვებს პასუხობს საქართველოს ყბა-სახის ქირურგთა და სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დარგობრივი ექსპერტი, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიისა და დენტალური იმპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ზურაბ ჩიჩუა.

ბატონი ზურაბ ჩიჩუა საქართველოში 1985 წლიდან მოღვაწეობს და ერთადერთი ქართველი ექიმია პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის საბჭოში, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 51 სპეციალისტია გაერთიანებული, არის ევროპის თავის ქალისა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის წევრი, ასევე ევროპის ექიმ-სპეციალისტთა დირექტორთა საბჭოს წევრი, 2016 წლიდან კი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიისა და დენტალური იმპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

- რა ოპერაციები ტარდება ყბა-სახის მიდამოზე თქვენს დეპარტამენტში?
ჩვენს დეპარტმანეტს აქვს ორი მიმართულება: ყბა-სახისა და პირის ღრუს ქირურგიის მიმართულება და დენტალური იმპლანტოლოგიის მიმართულება. მინდა მოგახსენოთ, რომ  ალადაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში ტარდება მსოფლიო პრაქტიკაში არსებული და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ყველა ოპერაცია ყბა-სახის მიდამოზე. 

პირადად ჩემს პრაქტიკაში 1985 წლიდან დღემდე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ჩვენი ქვეყნიდან პაციენტი უცხოეთში გაგვეგზავნოს საოპერაციოდ, რადგანაც საქართველოში ნამდვილად არსებობს პროფესიონალების ბაზა, რომლებიც უდიდესი წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა სახის ქირურგიულ პათოლოგიას ყბა-სახის მიდამოზე.  

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მე და ჩემი გუნდი ალადაშვილის კლინიკაში დავმკვიდრდით და აქ არსებული უახლესი აპარატურის მეშვეობით განვაგრძობთ წარმატებულ პრაქტიკას. ცხადია, თითოეული შემთხვევა გასნაკუთრებულია და ხშირად საინტერესო სირთულეებით აღსავსე, მაგრამ ერთობლივი მუშაობითა და პროფესიული თავდადებით, საბოლოოდ, შემთხვევათა თითქმის სრული უმრავლესობა პაციენტის ჯანმრთელი ღიმილით მთავრდება!

ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს ყბა-სახის ქირურგიული პათოლოგიით დაავადებულ ავადმყოფთა კომპლექსური სტაციონარული და ამბულატორიული გამოკვლევები, ურგენტული და გეგმიური ოპერაციები, ასევე პაციენტთა პოსტოპერაციული რეაბილიტაცია.

- რა პათოლოგიებია ყველაზე ხშირი თქვენს პრაქტიკაში?
ყველაზე ხშირად ყბა-სახისა და პირის ღრუს ქირურგიულ პრაქტიკაში ვხვდებით პაციენტებს ანთებითი პროცესებით, რომელთა 80% გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით დაზიანებული კბილის მიერ. მაგალითად: 

  • პერიოსტიტები, 
  • პერიოდონტიტები, 
  • ქვედა და ზედა ყბის აბსცესები, 
  • პირის ღრუში გავრცელებული ანთებითი პროცესები, რომლებიც ცნობილია ყბა-სახის მიდამოს ფლეგმონების სახელით და ა.შ.

ანთებითი პროცესების შემდეგ, სიხშირით მეორე ადგილზე დგას ყბა სახის მიდამოს ტრავმული დაზიანებები. ესენია: 

  • კბილების ტრავმული დაზიანება, 
  • ალვეოლური მორჩის მოტეხილობები, 
  • ზედა და ქვეყა ყბის მოტეხილობები, 
  • ყვრიმალის და ცხვირის ძვლების მოტეხილობები, 
  • ყვრიმალის რკალის და ორბიტის ქვედა კიდის მოტეხილობები, 

ხშირია კომბინირებული მოტეხილობებიც.

მესამე ადგილზე დგას ყბა-სახის მიდამოში აღმოცენებული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა. ეს შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი სიმსივნეები და სიმსივნისმაგვარი წამრონაქმნები ყბა-სახის მიდამოში. მაგალითად: სანერწყვე ჯირკვლის სტუქტურისგან ჩამოყალიბებული სიმსივნური და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები, კანის სიმსივნეები, ძვლოვანი, ნერვული და კუნთოვანი სისტემის სიმსივნეები და ა.შ.

ასევე აღსანიშნავია,რეკონსტუქციულ-პლასტიკური ოპერაციები, როგორც ძვლოვან სისტემაზე, ასევე რბილ ქსოვილებზე. რეკონსტრუქციული ოპერაციები კეთდება შეძენილი თუ თანდაყოლილი დეფორმაციებისა და დეფექტების დროს, ჩანასახოვან პერიოდში, პირველი ან მეორე ლაყუჩოვანი რკალის განუვითარებლობის ფონზე, როდესაც გვხვდება ყბების დეფორმაციები, კისრის შუა ხაზის ხვრელ-არხები და კისტები, პრეაურიკულარული კისტები და ხვრელ-არხები, კისრის გვერდითი მიდამოს კისტები და ა.შ.

მინდა ვთქვა, რომ ეს ანომალიები ძალიან გავრცელებულია და აღდგენითი ოპერაციები დიდი წარმატებით ხორციელდება.

- რას ურჩევდით პაციენტებს?
სამწუხაროდ, მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან ხშირად პაციენტები ექიმებს იმ დროს მიმართავენ, როცა დაავადება უკვე შორს წასულია. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ როგორც კი იგრძნობთ რამე, თუნდაც უმნიშვნელო დისკომფორტს ყბა-სახის მიდამოში, მაგალითად შეშუპება ყბისქვეშა მიდამოში, თვალბუდის არეში ან ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლის არეში და ა.შ., აუცილებელია, დროუალად მიმართოთ ექიმს. ასე შესაძლებელი გახდება პროცესის შეჩერება და შეუქცევადი დაზიანების თავიდან აცილება. გახსოვდეთ, რომ დაყოვნებას გამოუსწორებელი შედეგების მოტანა შეუძლია!

ყველას გისურვებთ ჯანმრთელ ღიმილს!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ-ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14,  ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა)  11:00 სთ.- დან 16:00 სთ.-მდე.

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>