Georgianenglishrussian

წვა მოშარდვის დროს - სიმპტომი, რომელიც არ უნდა დაგრჩეთ უყურადღებოდ!

წვა მოშარდვის დროს - სიმპტომი, რომელიც არ უნდა დაგრჩეთ უყურადღებოდ!

მოშარდვის დროს ნებისმიერი სახის წვისა და ტკივილის შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის ვიზიტი უროლოგთან.

რა დაავადებების არსებობის დროს იჩენს თავს წვა მოშარდვის დროს? რა საფრთხეების შემცველია ეს სიმპტომი და რა მძიმე გართულებები შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მიერ თვითმკურნალობამ? ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ალადაშვილის კლინიკის უროლოგი, ბატონი ნუგზარ იარალაშვილი.

მოშარდვის დროს წვა საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია ორივე სქესის პაციენტებში და ის შეიძლება იყოს როგორც მარტივი, ასევე რთული დაავადების სიმპტომი. აღნიშნული ჩივილით შესაძლოა იწყებოდეს მრავალი მძიმე უროლოგიური დაავადება.

- რომელი დაავადებების არსებობაზე მიუთითებს წვა მოშარდვის დროს?
წვა მოშარდვის დროს ხშირად იჩენს თავს საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციის არსებობის დროს, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროს. როგორებიცაა: 

  • ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება 
  • ურეთრიტი - შარდსადენი მილის ანთება (არასპეციფიური, გონორეული, ტრიქომონადული, ქლამიდიოზით გამოწვეული და ა.შ.)

ეს სიმპტომი ხშირად თან ახლავს შარდ-კენჭოვან დაავადებას.

გარდა ამისა, მოშარდვის დროს წვა შესაძლოა იყოს პროსტატის ანთებითი პროცესების გამოვლინება - მწვავე ან ქრონიკული პროსტატიტი.

აღსანიშნავია პროსტატის ჰიპერპლაზიაც, რომელიც ნიშნავს წინამდებარე ჯირკვლის ზომაში მატებას კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი პროცესების დროს. პროსტატის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში მოშარდვის დროს წვას შესაძლოა ჰქონდეს საკმაოდ ხშირი ხასიათი და დაკავშირებული იყოს შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის და/ან შარდის ბუშტის კენჭების არსებობასთან.

- როგორ უნდა მოვიქცეთ ამ სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში?
მოშარდვის დროს ნებისმიერი სახის წვისა და ტკივილის შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის ვიზიტი უროლოგთან, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი. პროფესიონალის ჩართულობა გადამწყვეტია, რათა არ მოხდეს რომელიმე მძიმე დაავადების სიმპტომების შენიღბვა და ასევე, თვითმკურნალობის გამო, არ განვითარდეს ანტებიოტიკებისადმი ბაქტერიების არასასურველი მდგრადობა - რეზისტენტობის გაჩენა ანტიბიოტიკების მიმართ. 

- რა ზიანი შეიძლება მოიტანოს თვითმკურნალობამ?
პაციენტის მიერ საკუთარი თავისთვის ,,დანიშნული“ მედიკამენტი უმეტეს წილად გაუთვალისწინებლადაა შერჩეული და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს მკურნალობაზე დახარჯულ დროს, ზრდის გამოყენებული ანტიბიოტიკების სპექტრს და შესაბამისად ამცირებს ჩვენს ,,არსენალს“ ბაქტერიების მიმართ. ეს ყველაფერი კი ზრდის როგორც ფინანსურ დანახარჯებს, ისე ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტებისგან მიყენებულ ზიანს. 

ამიტომაც, გირჩევთ, რომ მოშარდვისას ნებისმიერი დისკომფორტის გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს და თავიდან აიცილეთ მოსალოდნელი გართულებები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ-ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14,  ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა)  11:00 სთ.- დან 16:00 სთ.-მდე.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით: შარდ-სასქესო სისტემის სრულ გამოკვლევას პირველადი დიაგნოსტიკის მიზნით! 174 ლარის ნაცვლად - 87 ლარად.

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>