მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ადალაშვილის სახელობის კლინიკის ანგიოქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ბატონი ზაზა კევლიშვილი.
- რა არის მუცლის აორტის ანევრიზმა?
მუცლის აორტის ანევრიზმა - არტერიული სისტემის ანევრიზმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური პროცესია. ანევრიზმის დროს მუცლის აორტის დიამეტრი არის ნორმაზე მეტად მომატებული. ამასთანავე, იცვლება აორტის ფორმაც. მას შეიძლება ჰქონდეს სფეროს, ტომრის ან თითისტარისებური ფორმა.
მუცლის აორტის ნორმალური დიამეტრი 2,5სმ-მდეა. თანამედროვე კლასიფიკაციას თუ მოვიშველიებთ, 2,5სმ-დან 3,4სმ-მდე ადგილი აქვს აორტის პრეანევრიზმატულ დილატაციას; 3,5სმ-დან 5,0სმ-მდე საქმე გვაქვს მუცლის აორტის მცირე ანევრიზმასთან. ხოლო თუ მუცლის აორტის დიამეტრი აღემატება 5,0სმ-ს, მაშინ ადგილი აქვს დიდ ანევრიზმას.
- რა იწვევს ამ დაავადების განვითარებას?
უმეტეს შემთხვევაში ანევრიზმები სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების გამო ჩნდება. ანევრიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სისხლძარღვთა კედლის ათეროსკლეროზული გადაგვარებაა, კერძოდ, სისხლძარღვთა კედლებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩალაგება. ამ დროს კედელი კარგავს ელასტიურობას. იმის გამო, რომ მუცლის აორტაში არის მაღალი წნევა, დაზიანებული სისხლძარღვის კედელი შესაძლოა წნევის შედეგად გაფართოვდეს და წარმოიქმნას ანევრიზმა.
- რა სიმპტპმები ახასიათებს მუცლის აორტის ანევრიზმას?
აღსანიშნავია, რომ მუცლის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში დაავადება დაახლოებით 70%-ში უსიმტომოდ მიმდინარეობს. დანარჩენ 30%-ში კი აღინიშნება:
- როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება ალადაშვილის კლნიკაში?
მუცლის აორტის დიაგნოსტირებისთვის პირველ ეტაპზე სრულიად საკმარისია მუცლის აორტისა და თეძოს არტერიების დუპლექს-სკანირება. ანევრიზმის დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია და/ან აორტო-არტერიოგრაფია, რათა შეირჩეს შესაბამისი ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკა.
- როგორ მკურნალობთ მუცლის აორტის ანევრიზმას?
მუცლის აორიტის ანევრიზმა, ისევე როგორც არტერიული სისტემის სხვა ანევრიზმები, წარმოადგენს ქირურგიულ პათოლოგიას. მისი მკურნალობის მეთოდები არის: 1) ტრაციდიული ღია წესით ოპერაციული მკურნალობა და 2) ენდოვასკულარული. ალადაშვილის კლინიკაში ორივე აღნიშნული მეთოდი, ისევე როგორც პაციენტის პოსტოპერაციული მართვა, უახლესი გაიდლაინების მიხედვით და მნიშვნელოვანი წარმატებით ხორციელდება.
- რას ურჩევდით პაციენტებს?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მუცლის აორტის ანევრიზმის საშიში გართულება არის მისი გასკდომა. ამ გართულების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, პერიოდულად დუპლექს-სკანირების ჩატარება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფებს, მაგალითად ადამიანები 55 წელს ზემოთ, ათეროსკლეროზის მქონე პაციენტები.
ამასთანავე, ჩემი მოწოდება იქნება, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ ზემოთ განხილულ სიმპტომებს. გახსოვდეთ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ჯანმრთელი მომავლის წინაპირობაა!
გარდა ამისა, მოგიწოდებთ, დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი და შევამციროთ ათეროსკლეროზის განვითარების რისკ-ფაქტორები. დიდი მნიშვნელობა აქვს არტერიული წნევის კონტროლს, თამბაქოზე უარის თქმას, ქოლესტერინით მდიდარი საკვების რაციონიდან ამოღებას, სხეულის მასის კონტროლს, ფიზიკურ აქტივობას და სხვ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.