კოლპოსკოპიის მნიშვნელობა

კოლპოსკოპიის მნიშვნელობა

საშვილოსნოს ყელსა და საშოზე არსებული პათოლოგიური პროცესების გამოსავლენად მოწოდებული ენდოსკოპიური მეთოდი

პირველი კოლპოსკოპი 1924 წელს შეიქმნა ჰილსელმანის მიერ. დისპლაზიების დიაგნოსტიკაში მისი გამოყენება კი 60-იან წლებში დაიწყო. გინეკოლოგიური გამოკვლევის ამ მნიშვნრლოვან მეთოდზე

გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კოლპოსკოპისტი, ექიმი-გინეკოლოგი თეონა ბერიშვილი.


- რა არის კოლპოსკოპია?

კოლპოსკოპია ენდოსკოპიური კვლევის უმტკივნეულო და მარტივი მეთოდია, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს, გამოავლინოს საშვილოსნოს ყელსა და საშოზე არსებული პათოლოგიური პროცესები. კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევის მეთოდია. მის ჩასატარებლად გამოიყენება სპეციალური აპარატი - ბინოკულარული მიკროსკოპი, რომელსაც კოლპოსკოპი ეწოდება. ის წარმოადგენს გამადიდებელ ოპტიკურ-ენდოსკოპიურ ინსტრუმენტს, რომელიც შესაბამისი გადიდებისა და განათების პირობებში საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ საშოსა და საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმი.


აღსანიშნავია, რომ კოლპოსკოპიურ კვლევასთან ერთად რეკომენდირებულია PAP ნაცხის აღება. მხოლოდ ამ ორი მეთოდის ერთდროულად ჩატარება გვაძლევს ოპტიმალურ შედეგს. თუ კოლპოსკოპიური კვლევის დროს საშვილოსნოს ყელის ეპითელის დაზიანება არ გამოვლინდა, შემდგომი მოქმედების გეგმა დამოკიდებულია საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის შედეგებზე.

თუ კოლპოსკოპიურად დადგინდა პათოლოგია, მკურნალობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით ექიმი იღებს მცირე ქსოვილის ფრაგმენტს პათოლოგიური უბნიდან (დამიზნებითი ბიოფსია). მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება მასალის მორფოლოგიური შესწავლის შედეგების მიხედვით.


- რა დაავადებებისა და პათოლოგიების გამოვლენის საშუალებას გვაძლევს კოლპოსკოპიური კვლევა?

კოლპოსკოპიით დგინდება:

კიბოს წინარე დაავადებები (დისპლაზიები), საშვილოსნოს ყელის კიბო, კონდილომები, კერატოზი(ლეიკოპლაკია),ეროზია, ატროფია, პოლიპები.

- როდისაა რეკომენდებული კოლპოსკოპიის ჩატარება?

კოლპოსკოპიის ჩატარება რეკომენდირებულია:

საშოდან სისხლიანი გამონადენის დროს, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. ტკივილის და სქესობრივი აქტის დროს სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში. მუცლის ქვედა არეში ყრუ ტკივილის დროსკონდილომატოზის ყრუ ტკივილის დროს.საშოდან გამონადენისა და ქავილის დროს. ციტოლოგიური კვლევის შედეგიდან გამომდინარე.


- რა მნიშვნელობა აქვს კოლპოსკოპიას წარმატებული მკურნალობისთვის?

ზოგიერთი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მაშინ, როცა სიმპტომი ჩნდება, ჩარევა ხშირად უკვე დაგვიანებულია. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, წელიწადში ერთხელ კოლპოსკოპიური კვლევისა და PAP ნაცხის ჩატარება. განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კიბოსწინარე ფონური დაავადებები.

მინდა შეგახსენოთ, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ხორციელდება სპეციალური

აქცია, რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს განსაკუთრებით დაბალ ფასად ჩაიტარონ სრული გინეკოლოგიური გამოკვლევა.

დროულად მიმართეთ ექიმს, ნებიმიერი უჩვეულო სიმპტომის თუ ნიშნის შემჩნევის თანავე, საშვილოსნოდან სისხლდენის, პათოლოგიური გამონადენის თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევის შემთხვევაში. გახსოვდრთ, რომ კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები