ეს დაავადება მსოფლიოს მოსახლეობის 10% აწუხებს.გაინტერესებთ რა არის მაპროვოცირებელი ფაქტორები? ამ თემაზე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი-ნევროლოგი, ქალბატონი მარიამ ხელაძე გვესაუბრება.
– რა არის შაკიკი?
შაკიკი ეს არის ქრონიკულად მორეციდივე ნევროლოგიური დაავადება,რომელსაც ახასიათებს ძლიერი,მოპულსირე თავის ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა ნახევარში. შაკიკს ასევე ჰემიკრანიას უწოდებენ,რაც ბერძნულად თავის ნახევარს ნიშნავს. შაკიკი აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 10%, ქალებში გვხვდება უფრო ხშირად ვიდრე მამაკაცებში. ძირითადად იწყება პუბერტატული ასაკიდან და გრძელდება მენოპაუზის ასაკამდე. შაკიკის ორი ძირითადი სახე არსებობს: შაკიკი აურით და შაკიკი აურის გარეშე. უფრო მეტად გავრცელებულია შაკიკი აურის გარეშე. აურა ეს არის პერიოდი რომელიც გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში და წინ უსწრებს თავის ტკივილის დაწყებას. აურა შეიძლება იყოს მოციმციმე ბრჭყვიალების სახით,ყნოსვის გაუკუღმართების სახით და ა.შ. აურის შემდგომ მოდის თავის ტკივილის შეტევითი ხასიათი და გრძელდება დაახლოებით 4 საათიდან 72 საათამდე. შეტევების სიხშირე ინდივიდუალურია. რაც შეეხება შაკიკი აურის გარეშე, მას აქვს რამოდენიმე სახეობა, ეს არის ბაზილარული შაკიკი, როდესაც ვლინდება შეტევა თავბრუსხვევით, წონასწორობის დარღვევით. არსებობს ჰემიპლეგიური შაკიკი, როდესაც ხდება სხეულის ნახევრის კუნთების დასუსტება. არსებობს შაკიკის სტატუსი, როდესაც ხდება დროში გახანგრძლივება.
– რა იწვევს შაკიკს?
რაც შეეხება შაკიკის პათოგენეზს ის ბოლომდე შეუსწავლელია,თუ რა იწვევს მას. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს, განსაკუთრებით დედის ხაზით:ასევე მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები: ალკოჰოლი (განსაკუთრებით წითელი ღვინო), თამბაქო, გარკვეული პროდუქტები (ჰოლანდიური ყველი,თხილი,კაკაო) იწვევს შაკიკის პროვოცირებას. მას საფუძვლად უდევს სისხლძარღვების შევიწროება ანუ ვაზოკონსტრიქცია, რომელიც შაკიკის აურის პერიოდს ემთხვევა და რომლის შედეგადაც იწყება სისხლძარღვების პათოლოგიური გაფართოება ანუ ვაზოდელატაცია, რომელიც ემთხვევა შაკიკის ტკივილის პერიოდს. ნებისმიერი ემოციური სტრესი,ძილის რეჟიმის დარღვევა (ზედმეტი ძილი ან ძილის ნაკლებობა), ფსიქო ემოციური სტრესი, ქალებში მენსტრუაციის წინა პერიოდი არის მეტად დამახასიათებელი შაკიკის შეტევებისთვის.
– როგორ ვმკურნალობთ?
ძირითადად გამოიყენება არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები და ანტიპირეტული საშუალებები მაგალითად: პარაცეტამოლი,იბუპროფენი,ასპირინი. გარდა ამისა არის სეროტონინის აგუნისტური საშუალებები, რომლებიც ტრიფტანების ჯგუფს წარმოადგენენ. არის ასევე მცენარეული ვაზოკონსტრუქტორული საშუალებები. როდესაც შეტევების ხასიათი არის ძალიან ხშირი, თუ თავის ტკივილიანი დგეები აღემატება თხუთმეტ დღეს ამ შემთხვევაში მიმართავენ შაკიკის პროფილაქტიკურ მკურნალობას, რომელშიც შედის პირველი რიგის პრეპარატები ანაპრილინი– ბატაბლოკატორი და ასევე ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ შაკიკის შეტევების სიხშირე უნდა მოვერიდოთ მაპროვოცირებელ ფაქტორებს. რაც შეეხება დიაგნოსტირებას პირველ რიგში დიაგნოზი ისმევა ანამნეზური მონაცემების საფუძველზე ან შეიძლება დაგვჭირდეს მაგნიტურრეზონანსული გამოსხივება ან კატე კვლევა, იმისათვის რომ არ გამოგვეპაროს თავის ტვინის სხვა სტრუქტურული დაზიანება.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ნევროლოგიური აქციებით:
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.
გისურვებთ ჯანმრთელობას !