Georgianenglishrussian

მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გამომწვევი მიზეზები და პათოლოგიები.

გაინტერესებთ თუ რატომ ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევა? რა არის გამომწვევი მიზეზები და როგორ უნდა მოვიქცეთ? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი გინეკოლოგი ქალბატონი ირმა მანასაშვილი.

– რა არის მენსტრუალური ციკლი?
მენსტრუალური ციკლი არის რთული ციკლური ფიზიოლოგიური პროცესი ქალის ორგანიზმში (ერთი კვერცხუჯრედის სასიცოცხლო ციკლი,როდესაც საკვერცხეებში იწყება კვერცხუჯრედის მომწიფება,მისი ოვულაცია,განაყოფიერების შემთხვევაში ვითარდება ორსულობა,ხოლო გაუნაყოფიერებლობის დროს კი საშვილოსნოს ლორწოვანთან ერთად მისი ჩამოფცქვნა და გამოყოფა – მენსტრუალური სისხლედენის სახით) ახასიათებს ციკლური ცვლილებები. მენსტრუალური ციკლი ნორმად ითვლება თუ: მენსტრუალური ციკლი არ არის 21 დღეზე ხანმოკლე და 35 დღეზე მეტი, გრძელდება 3–7 დღე, სისხლის დანაკარგი მერყეობს 50–150მლ.ფარგლებში, მენსტრუალურ სისხლდენას არ ახლავს ტკივილი,არ არის ძლიერ უხვი ან პირიქით არ არის ცოტა და არ არის ხანმოკლე, მენსტრუალური ციკლი არის რეგულარული,თუ ორსულობა არ დადგა.

– რა ასაკიდან იწყება მენსტრუალური ციკლი?
პირველი მენსტრუაცია–მენარქე იწყება 8–12 წლის ასაკში, 15–16 წლის ასაკში დაწყებულ მენსტრუალურ ციკლს დაგვიანებულს უწოდებენ.
შეიძლება ადგილი ქონდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რომელიც ყველა ასაკში გვხვდება, უფრო ხშირად კი 18–დან 48 წლამდე ასაკის ქალები უჩივიან.

– რა არის გამომწვევი მიზეზები?
გამომწვევი მიზეზები შემდეგია: ორსულობა, სასქესო ორგანოების განუვითარებულობა ან განვითარების მანკი, საშვილოსნოს სიმსივნური წარმონაქმნი, ენდოკრინული, ნერვულ–ფსიქიკური, გულ–სისხლძარღვთა სისტემის, სისხლმბადი ორგანოების დაავადება, ტრამვული დაზიანება, ხშირი დიეტა, ავიტამინოზი, ინფექციური დაავადებები.
მენსტრუალური ციკლის დარღვევას მიეკუთვნება: ამენორეა–ციკლის არ არსებობა. არსებობს პირველადი ამენორია როცა ქალს მენსტრუაცია არასოდეს ქონია, ამის მიზეზია: ქრომოსომული ანომალია, ჰიპოთალამუს–ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევა, ანატომიური ანომალია–არაპერფორირებული საქალწულე აპკი. მეორეული ამენორეა–მენსტრუაციის არარსებობა 6 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ნორმალური ან დარღეული ციკლის ფონზე. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ორსულობით, ძლიერი ფიზიკური დატვირთვით, საკვერცხეების პოლიკისტოზით, ნაადრევი მენოპაუზით, ჰიპერპროლაქტინემიით, ფსიქოემოციური დარღვევით.

– ნორმალურია თუ არა ტკივილი მენსტრუალური ციკლის დროს?
დისმენორია–მტკივნეული მენსტრუაცია. არსებობს პირველადი ანუ ფუნქციური დისმენორეა, ციკლურად მიმდინარე პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ორგანული ცვლილებები არ შეინიშნება. იგი შეიმჩნევა მენარქეს პერიოდიდან 1–2 წლის შემდეგ. მეორეული დისმენორეა– იგივე შეძენილი დისმენორეა, ორგანული დისმენორეა გამოწვეულია შემდეგი დაავადებებით: გარეგანი და შინაგანი გენიტალური ენდომეტრიოზით, საშოს და საშვილოსნოს განვითარების მანკებით, საშვილოსნოს და მისი დანამატების ანთებით, საშვილოსნოს მიომით, საშვილოსნოს და მისი დანამატების სიმსივნით, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესით და სხვა.

– რამდენად ნორმალურია ჭარბი მენსტრუაცია?
მენორაგია–ჭარბი მენსტრუაცია. მისი გამომწვევი მიზეზებია: საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსშიდა პოლიპი, სპირალი, ენდომეტრიოზი, ადენომიოზი, დისფუნქციური სისხლდენები საშვილოსნოდან, სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევა–თრომბოციტოპენია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. ასევე არსებობს ოლიგომენორია ანუ შემცირებული მენსტრუაცია და
პოლიმენორია–ხშირი მენსტრუაცია.

– როგორ ვმკურნალობთ ციკლის დარღვევას?
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მკურნალობა დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული, საჭიროა ჩატარდეს მცირე მენჯის ღრუს, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, ენდოკრინოლოგის, ნერვოლოგის ჩართულობა, თავის ტვინის რენდგენოგრაფია თურქული კეხის აღწერით, ჰორმონალური სტატუსი (ციკლის პირველ და მეორე ფაზაში) ჩატარდეს ფუნქციური ტესტები, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მკურნალობის დანიშვნა.

– რას ურჩევთ მკითხველს?
აუცილებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერი დარღვევის დროს დროულად მიმართონ გინეკოლოგს, რათა თავიდან იქნას აცილებული მრავალი გართულება,როგორიცაა: უშვილობა, ნაადრევი კლიმაქსი, ანემია, ინფექციური დაავადებები, ოპერაციული ჩარევა და სხვ.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>