იცით რა არის საკვერცხის კისტა? რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, მეან–გინეკოლოგი, კოლკოსკოპისტი თეონა ბერიშვილი.
– რა არის საკვერცხის კისტა?
საკვერცხის კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელსაც აქვს თხევადი ან ნახევრადთხევადი შიგთავსი. საკვერცხის კისტა ქალის ორგანიზმში წარმოიქმნება ჰორმონალური დარღვევის შედეგად, ასევე შეიძლება გაჩნდეს ნორმალური მენსტრუალური ციკლის პირობებშიც.
საკვერცხის კისტები ორ ჯგუფად იყოფა: ფუნქციონალური და პათოლოგიური.
ა) ყვითელი სხეულის კისტა - რომლის მაქსიმალური ზომა 80მმ-მდეა. იგი წარმოიქმნება არარეგრესირებული ყვითელი სხეულის ადგილზე, მის ცენტრში, სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად, გროვდება ჰემორაგიული სითხე.
ბ) პარაოვარიალური კისტა --არ წარმოიქმნება საკვერცხიდან. არის თხელკედლიანი ერთკამერიანი წარმონაქმნი, მაქსიმალური ზომით 2 სმ.
გ) დერმოიდული კისტა - მრგვალი ფორმის, ტიხრებით. შიგთავსი შეიძლება იყოს თმა, ცხიმის უჯრედები, კბილის ან ძვლის ქსოვილები. მას სქელი კაფსულა აქვს, მაქსიმალური დიამეტრით - 15სმ. ასეთი კისტები ნელა იზრდება. როდესაც მიაღწევს დიდ ზომებს იწვევს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას და ახასიათებს მუდმივი ტკივილი.
დ) ენდომეტრიოიდული კისტა წარმოიქმნება საკვერცხეში ენდომეტრიმის ქსოვილის ზრდის შედეგად, აღწევს 20-22სმ-ს. მენსტრუალური ციკლის შემდეგ ასეთი კისტები ზომებში იმატებენ.
ე) საკვერცხის კისტომები- მათ აქვთ სხვადასხვა სიგრძის ფეხი. რაც უფრო გრძელია ფეხი მით უფრო დიდია რისკი შემოგრეხვისა და გასკდომისა. მკურნალობა ქირურგიულია.
გარდა კეთილთვისებიანი წარმონაქმნებისა, შესაძლებელია კისტის მალიგნიზაცია- საკვერცხის კიბო. კისტა შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის დროსაც, ასეთი კისტები საშიში არ არის. 10 კვირის ვადაზე ასეთი კისტები ქრება.
არსებობენ კისტები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებენ საკვერცხის ნორმალურ ფუნქციონირებას, სწორედ ასეთი კისტების მოცილება ხდება ოპერაციული გზით, უნდა აღინიშნოს, რომ ქალს, რომელსაც არ აქვს ერთი საკვერცხე, მისი მეორე საკვერცხე იტვირთება და მუშაობს ორის ნაცვლად. ამიტომ ასეთ ქალებში ერთი საკვერცხე ვერ აძლევს ადეკვატურ პასუხს ჰორმონების ზემოქმედებას და წარმოიქმნება კისტა. ასეთი ქალები ხშირად უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ.
– რა სიმპტომებით ვლინდება?
ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ზეწოლა სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტზე, მუცლის შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება, მუცლის ზომაში მომატება, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი
– რა გართულებები შეიძლება მოყვეს?
– როგორია მკურნალობა?
ყოველი შემთხვევა ითვალისწინებს: ასაკს, კისტის სახეობას და ზომას. არსებობს მკურნალობის ორი მეთოდი: მედიკამენტოზური და ქირურგიული.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოდ სრული გინეკოლოგიური გამოკვლევით 165 ლარის ნაცვლად 85 ლარად!
გისურვებთ ჯანმრთელობას!