შუნტირების ოპერაცია მცირე მინი განაკვეთით, მიქსკაბი

შუნტირების ოპერაცია მცირე მინი განაკვეთით, მიქსკაბი

რომელი ახალი ინოვაციური მეთოდით გაკეთდება გულის ოპერაციები.

იცით რა არის მიქსკაბი ? გაინტერესებთ რომელ ინოვაციურ მეთოდზე აქვს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას ექსკლუზივი? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, კარდიოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი გიგა ჯანაშია.

– რა არის მიქსკაბი ?
მიქსკაბი–ეს არის ინოვაციური მეთოდი რომლის შესახებ სულ ახლახანს გახდა ცნობილი მთელი მსოფლიოსათვის. მიქსკაბი აორტოკორონარული შუნტირების ახალი სახე სხვაობაა, რომელიც გულისხმობს ოპერაციას, მკერდის ძვლის გახერხვის გარეშე. ჩვენ ვიყავით ერთ ერთი პირველები ვინც დაიწყო აორტო-კორონარული შუნტირება მომუშავე გულზე და დღესაც ამ მეთოდით ვმუშაობთ. აორტო-კორონარული შუნტირება კეთდება, ინფარქტის შემდგომ პერიოდში, გულის იშემიური დაავადებებისა და გულის ტკივილის დროს. როდესაც სტენდირება გამართლებული არ არის , პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია აორტოკორონარულ შუნტირებაზე ღია წესით. ეს ოპერაციები აქამდე კეთდებოდა გულმკერდის ძვლის გაჭრით.
ოქროს სტანდარტად ითვლება ოპერაცია სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში, რაც გულისხმობს გულის გაჩერებას და ოპერაციის წარმართვას ასეთ პირობებში, რაც საკმაოდ ახანგრძლივებს პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდს, რადგანაც სისხლის ხელოვნური მიმოქცევა აზიანებს ორგანიზმს.

2010 წელს ჩვენ დავიწყეთ აორტო-კორონარული შუნტირების კეთება გულის გაუჩერებლად, რაც ნიშნავდა იმას რომ პაციენტი ბევრად უფრო ჩქარა გადიოდა რეაბილიტაციის პერიოდს,ნაკლებია რისკ ფაქტორი, ორგანიზმი ბევრად უფრო ნაკლებ დაზიანებას იღებს და პაციენტი ახდენს რესოციალიზაციას ოპერაციიდან ორ კვირაში. ასევე ოპერაციის გაკეთება შესაძლებელი გახდა ბევრი თანდართული დაავადებების დროს, რაზედაც ადრე თავს ვიკავებდით. მაგალითად თირკმლის უკმარისობისას, მაღალი ასაკის 90–95 წლის პაციენტების შემთხვევაში.

მაისის ბოლოდან ვიწყებთ მიქსკაბი (ოპერაცია აორტოკორონარული შუნტირება გულმკერდის ძვლის გაჭრის გარეშე). საქართველოში შუნტირების ოპერაცია გაჩერებულ და მომუშავე გულზე ითვალისწინებს და ასოცირებულია გულმკერდის გაჭრასთან . ჩვენ გავაკეთებთ მრავალსისხლძარღვოვან აორტოკორონარულ შუნტირებას მინიინვეზიური განაკვეთით, რაც ნიშნავს იმას რომ გულმკერდის ძვალი არ გაიჭრება, გაკეთდება პატარა, კოსმეტიკური 5 სმ–იანი განაკვეთი. პაციენტი 3–5 დღეში გაეწერება სახლში.თუ გულმკერდის ძვლის შეხორცებას ჭირდება თვენახევარი, ამ შემთხვევაში პაციენტი არ იქნება მოძრაობაში შეზღუდული და გაცილებით სწრაფად მოხდება მისი რეაბილიტაცია. მინიინვეზიური მრავალ სისხლძარღვოვანი აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაციის გარდა, რომლის ექსკლუზივიც, მხოლოდ ალექსანდერე ალადაშვილის კლინიკას გააჩნიია, ჩვენთან კეთდება გულის ოპერაციების ყველა სპექტრი, ეს არის ოპერაციები აორტისა და მიტრალური სარქველების პროტეზირება, მაგისტრალური სისხლძარღვების რეკონსტრუქცია, კომბინირებული. ამ ჩამონათვალს დაემატება მიქსკაბი,ინოვაციური მეთოდი, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის პაციენტს.


გისურვებთ ჯანმრთელობას!


თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

 

ტეგები

ტეგები