Georgianenglishrussian

თვალის ალერგიული დაავადებები

თვალის ალერგიული დაავადებები

თვალის ანთებითი და ალერგიული დაავადებები. მკურნალობა.

გაინტერესებთ როგორ ვლინდება თვალის ანთებითი დაავადებები? როგორია სეზონური, ალერგიული დაავადებები? რა უნდა მოვიმოქმედოთ და როგორ ვიმკურნალოთ? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ოფთალმოლოგი ქალბატონი თამარ ბეზარაშვილი.

თვალის ანთებითი დაავადებები ხასიათდება კლინიკური გამოვლინების ნაირფეროვნებით, სხვადასხვა სიხშირით და ნოზოლოგიური ფორმებით, განსაკუთრებით საყურადღებოა სეზონური ანთებითი დაავადებები, მათ შორის აღსანიშნავია თვალის ალერგიული დაავადებები. მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგმა სათანადო ყურადღება მიაქციოს ალერგიულ ანამნეზს, კლინიკურ სიმპტომებს. რეკომენდირებულია სპეციალური ალერგიული სინჯების ლაბორატორიული კვლევები. ანამნეზის შეკრებაში იგულისხმება როგორც პირადი ისე ოჯახური ანამნეზი. პაციენტის ჩივილებმა ოფთალმოლოგი შეიძლება უკვე დააეჭვოს ალერგიაზე ( ქავილი, შეშუპება, ეგზოფთალმი და ასე შემდეგ ). ალერგიული გამოვლინება შეიძლება იყოს ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორებით გამოწვეული, მაგალითად რაიმე მედიკამენტი, კოსმეტიკური ან საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალება, კვებითი და სხვა ალერგენებით გამოწვეული. საჭიროა ავადმყოფის სამუშაო პირობების დაზუსტება, აქვს თუ არა კონტაქტი ვთქვათ ლაქებთან, ქიმიკატებთან, საღებავებთან და სხვა. აქვს თუ არა პაციენტს ალერგიული ბრონხული ასთმა, ალერგია, ჭინჭრის ციება, პოლინოზი, კვინკეს შეშუპება, დერმატიტი, გასტროენტერიტი და ასე შემდეგ. თვალის ალერგიული დაავადებებიდან აღსანიშნავია ქუთუთოების კონიუკტივიტი, კონიუკტივიტებისთვის დამახასიათებელია ცრემლდენა, სინათლის შიში, ამ დაავადებას სხვადასხვა სიმპტომები ახასიათებს. შეიძლება ალერგიით გამოწვეული იყოს ასევე რქოვანის ანთება, ალერგიულ ინფექციური დაავადებები მაგალითად კუვეიტების სახით, ანუ სისხლძარღვოვანი გარსის ანთებები ალერგიული ხასიათისაც კი.

– როგორია მკურნალობა?
მთავარია მოხდეს ანტისხეულების და ალერგენების დესენსიბილიზაცია, რათა არ განვითარდეს ალერგიის უფრო რთული ფორმა, ამიტომ პირველ რიგში ვიყენებთ ჰორმონებს.

– რა პრევენცია არსებობს?
თუ ანამნეზში პაციენტს აქვს სეზონური ალერგია, მაგალითად ბავშვებშია ხშირად გაზაფხულის ალერგია, ასეთმა პაციენტებმა წინასწარ უნდა მიიღონ ანტიალერგიული პრეპარატები ექიმის დანიშნულებით.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ,დაუკავშირდეთკლინიკის ქოლცენტრსნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციებით: ჩაიტარეთ სრული ოფთალმოლოგიური გამოკლვლევა

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>