მზის დაკვრა

მზის დაკვრა

რა არის მზის დაკვრა, როგორ ვლინდება და რითი ვმკურნალობთ.

გაინტერესებთ რა სიმპტომებით ვლინდება მზის დაკვრა და რა უნდა მოიმოქმედოთ რათა არ გაგირთულდეთ? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი გიორგი სარიშვილი.

– რა არის მზის დაკვრა?
მზის დაკვრა ვითარდება როდესაც ორგანიზმი გადახურდება ატმოსფერული მაღალი ტემპერატურით და ამ შემთხვევაში თერმო რეგულაციის მექანიზმი ვერ ახერხებს ორგანიზმისთვის მისაღები სითბური რეჟიმის შენარჩუნებას. არაადეკვატური თერმორეგულაცია იწვევს ორგანიზმში არსებული ფიზიოლოგიური პროცესების სერიოზულ დარღვევას. აუცილებელია მოსახლეობას ჰქონდეს სწორი წარმოდგენა აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით რადგანაც მან ბევრი გართულება შეიძლება გამოიწვიოს. არსებობს თბორეგულაციის დარღვევის რამოდენიმე ფორმა. პირველ შემთხვევაში ირღვევა სუნთქვის ფუნქცია, ტემპერატურის მატება. მეორე შემთხვევაში მხოლოდ ტემპერატურის მატება ხდება. მესამე კლინიკური ფორმა არის ცერემბრარული როდესაც ნეირო ფსიქიური გამოვლინებები არის წინა პლანზე და ამ შემთხვევაში შეიძლება ტემპერატურის მომატება პაციენტს საერთოდ არ აღენიშნებოდეს.

– რა სიმპტომებით ვლინდება?
მზის დაკვრას ახასიათებს დისპეპსიური მოშლილობები როდესაც აღინიშნება კუჭის აშლა, პირღებინება, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, სისუსტე, დიარეა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, გახშირებული პულსი, კანი გამომშრალი და გაცხელებულია, კუნთოვანი სპაზმი, ტკივილები ორგანიზმის ნებისმიერ ადგილზე, შარდვის მოშლა, კრუნჩხვები.

– რა უნდა მოვიმოქმედოთ რომელიმე სიმპტომის გამოვლენისას?
პირველივე სიმპტომების დროს სასურველია რომ ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება, თვითმკურნალობა ასეთ დროს შეიძლება საშიშიც კი იყოს, რადგანაც პაციენტმა შეიძლება სათანადოდ ვერ შეაფასოს პროცესის სირთულე. პირველი რაც ექიმის მოსვლამდე უნდა მოიმოქმედოთ ეს არის ორგანიზმის გაგრილება, რაც გულისხმობს ოთახის განიავებას, ტემპერატურის დაწევა იმ სივრცეში სადაც იმყოფებით, ცივი საფენები, სითხის დიდი რაოდენობით მიღება.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

ტეგები

ტეგები

აქციები

აქციები