მნიშვნელოვანი სიახლე - გაცნობებთ, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის მიმწოდებელი გახდა. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია ადრეული დიაგნოსტიკის გზით.
გაცნობებთ, რომ კლინიკა უფასო პროგრამებს ახორციელებს დედაქალაქის მასშტაბით, მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული, კონკრეტული ასაკისა და სქესის მოქალაქეებისათვის.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 50-დან 70 წლის ჩათვლით. სკრინინგი ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ასევე, უფასოა კოლონოსკოპიაც. კოლორექტული კიბოს სკრინინგი უფასოა ორ წელიწადში ერთხელ; თუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დარღვეული კუჭის მოქმედება, განსაკუთრებით გახშირებული მოქმედება ან ფაღარათი, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში; სისხლდენა უკანა ტანიდან რამე აშკარა მიზეზის გარეშე; გამკვრივება მუცლის არეში.
ჩაიტარეთ სრულიად უფასო კვლევები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდთან ერთად და მიიღეთ ზუსტი დასკვნა პროფესიონალებისგან კლინიკაში არსებული თანამედროვე აპარატურის დახმარებით. ნუ გადადებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას! ერთად დავიყვანოთ მინიმუმამდე კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55 ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.
პროექტი დროებით შეჩერებულია!