სკრინინგი – პროსტატის გამოკვლევები.

სკრინინგი – პროსტატის გამოკვლევები.

პროსტატის სკრინინგ პროგრამა.

მნიშვნელოვანი სიახლე - გაცნობებთ, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის მიმწოდებელი გახდა. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია ადრეული დიაგნოსტიკის გზით.

გაცნობებთ, რომ კლინიკა უფასო პროგრამებს ახორციელებს დედაქალაქის მასშტაბით, მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული, კონკრეტული ასაკისა და სქესის მოქალაქეებისათვის.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მამაკაცებს 50-დან 70 წლის ჩათვლით. სკრინინგი ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას.
პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოა წელიწადში ერთხელ. თუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა, კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ: გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით ღამით), გაძნელებული შარდვა ან შარდვის გახანგრძლივება, ტკივილი შარდვის დროს.
ამ სიმპტომების არსებობა, ხშირად, არ ნიშნავს რომ კიბო გაქვთ. თუმცა პროსტატის კიბო, ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაბამისად, იმისათვის, რომ არ გამოგეპაროთ, მნიშვნელოვანია გამოკვლევა (PSA ტესტი) დროულად ჩაიტაროთ. ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, წარმატებული მკურნალობაა შესაძლებელი.

ჩაიტარეთ სრულიად უფასო კვლევები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდთან ერთად და მიიღეთ ზუსტი დასკვნა პროფესიონალებისგან კლინიკაში არსებული თანამედროვე აპარატურის დახმარებით. ნუ გადადებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას! ერთად დავიყვანოთ მინიმუმამდე კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

პროექტი დროებით შეჩერებულია! 

ტეგები

ტეგები