სკრინინგი–ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა

სკრინინგი–ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა საშვალებას გაძლევთ ჩაიტაროთ უფასო დიაგნოსტიკა ფარისებრ ჯირკვალზე.

მნიშვნელოვანი სიახლე - გაცნობებთ, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის მიმწოდებელი გახდა. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია ადრეული დიაგნოსტიკის გზით.

გაცნობებთ, რომ კლინიკა უფასო პროგრამებს ახორციელებს დედაქალაქის მასშტაბით, მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული, კონკრეტული ასაკისა და სქესის მოქალაქეებისათვის.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ქალბატონებს 25-დან 70 წლის ჩათვლით. სკრინიგი ითვალისწინებს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას, საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებასა და ციტოლოგიურ კვლევას, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ.

ჩაიტარეთ სრულიად უფასო კვლევები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდთან ერთად და მიიღეთ ზუსტი დასკვნა პროფესიონალებისგან კლინიკაში არსებული თანამედროვე აპარატურის დახმარებით. ნუ გადადებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას! ერთად დავიყვანოთ მინიმუმამდე კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი!

სკრინინგის პროგრამის უფასო გამოკვლევების ჩასატარებლად ჩართვის დაგვიკავშირდით ნომერზე: (03)2 2 95 80 14 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. #103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები