გაინტერესებთ რა არის ნიკრისის ქარის იგივე პოდაგრის გამომწვევი მიზეზი? როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი რევმატოლოგი ქალბატონი მარიამ ხოხიაშვილი.
რა არის პოდაგრა?
პოდაგრა იგივე ნიკრისის ქარი როგორც მას საქართველოში უწოდებენ ართრიტის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული და კომპლექსური ფორმაა, იგი უძველესი დაავადებაა და ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ აღწერა. უძველესი დროიდან ამ დაავადებას მოიხსენიებდნენ როგორც მდიდრებისა და არისტოკრატების დაავადებად. პოდაგრა ბერძნული სიტყვაა და ქართულად „ფეხის ხაფანგს“ ნიშნავს, რაც კარგად ასახავს დაავადებისთვის ძირითად დამახასიათებელ სიმპტომს, კერძოდ კი ქვედა კიდურების სახსრების უპირატეს დაზიანებას. პოდაგრა ძირითადად უვითარდებათ 30-50 წლის ასაკის მამაკეცებს , თუმცა შეიძლება ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკსიც ჩამოყალიბდეს, უფრო იშვიათად გვხვდება ქალებში. მამაკაცებში მისი გავრცელების სიხშირე 80-90-% ია.
პოდაგრა ორგანიზმის მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც განპირობებულია პურინული ცვლის დარღვევით, ხასიათდება სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატებით და ურატების დაგროვებით სახსრებსა და მიმდებარე ქსოვილებში. შარდმჟავა პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტია. ჯანმრთელ ორგანიზმში შარდმჟავას ცვლა დინამიური პროცესია, დაბალანსებულია მისი წარმოქმნა და თირკმელების მეშვეობით გამოყოფა.შესაბამისად შარდმჟავას დაგროვების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც მისი ჭარბი რაოდენობით პროდუქცია, ასევე თირკმლით მისი გამოყოფის შემცირება ანუ ჰიპოექსკრეცია. გვხვდება ასევე ამ ორივე მექანიზმის ერთობლიობით მიმდინარე პროცესებიც. როდესაც სისხლში შარდმჟავას კონცენტრაცია ხანგრძლივად იმატებს ვითარდება კრისტალური ურატების ჩალაგება ძვლის სახსროვან ნაწილში, მყესებში, ხრტილში, თირკმელებში, სისხლძარღვებში და სხვა სისტემებში. წარმოიქმნება მრავლობითი კვანძები ანუ ტოფუსები და ვითარდება მწვავე ანთებითი პროცესი.
რა სიმპტომებით ვლინდება პოდაგრული ართრიტი?
პოდაგრის შეტევა მწვავე და მოულოდნელია, ხშირად იწყება ღამით, უეცრად განვითარებული ძლიერი ინტენსივობის ტკივილით, შეწითლებით, შესიებით, კანი ციანოზური(მოლურჯო) ელფერისაა, აღინიშნება დაჭიმულობა და მბზინვარება. პაციენტს უჭირს სახსარში მოძრაობა. შეხებით ქსოვილი მკვრივია, აღინიშნება ადგილობრივად ტემპერატურის მომატება. ყველაზე ხშირად პოდაგრული ართრიტი მიმდინარეობს მონოართრიტის სახით და ძირითადად ზიანდება ქვედა კიდურის წინატერფ- ფალანგთაშუა სახსრები, თუმცაღა შეიძლება სხვა სახსრების დაზიანებაც როგორიცაა მუხლი, კოჭ-წვივის, იდაყვის, მაჯის, მტევნის თითების სახსრები. ჩვეულებრივ შეტევა რამდენიმე საათიდან 1-2 დღემდე გრძელდება, შემდეგ თანდათანობით ცხრება და სახსრის ფუნქცია მთლიანად აღდგება. ტიპურ შემთხვევებში შეტევებს შორის პერიოდში პაციენტს არანაირი ჩივილი არ აღენიშნება, მაგრამ უმკურნალებელ პაციენტში ყოველი მომდევნო შეტევა უფრო მძიმედ მიმდინარეობს და შეტევებს შორის პერიოდიც შესაბამისად მცირდება, ყალიბდება ქრონიკული პოდაგრული ართრიტი, რომელსაც ახასიათებს ტოფუსების წარმოქმნა პრაქტიკულად სხეულის ნებისმიერ ნაწილში და შინაგან ორგანოში. ყველაზე ხშირად შინაგანი ორგანოებიდან აღინიშნება თირკმლის დაზიანება რომელიც ვლინდება ხშირ შემთხვევაში შარდ-კენჭოვანი დაავადების და ნეფრიტის სახით, ასევე შესაძლებელია თირკმლის უკმარისობის განვითარებაც.
რა არის პოდაგრის განვითარების რისკ-ფაქტორი?
პოდაგრის განვითარების ძირითად რისკ-ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ ის პროცესები რომლებიც ზრდიან ორგანიზმში შარდმჟავას დონეს:
როგორ ხდება პოდაგრის დიაგნოსტირება?
პოდაგრის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა პაციენტს ჩაუტარდეს:
როგორ ხდება პოდაგრის მკურნალობა?
პაციენტის მკურნალობა გულისხმობს დიეტოთერაპიას, რაც გულისხმობს პურინებით მდიდარი საკვების გამორიცხვას, უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის მოხმარება.
მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება:
რას ურჩევდით პოდაგრით დაავადებულ პაციენტებს?
პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს კლინიკას, რათა სწორად მოხდეს დაავადების შეფასება, დიფერენცირება სხვა დაავადებებთან და დროული და სწორი მკურნალობა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასეთ პაციენტებში სამკურნალო დიეტას, თუმცა გამწვავების პერიოდშიც კი დიეტა არ გულისხმობს შიმშილს, სამკურნალო ვარჯიშს და ცხოვრების ჯანსაღ წესს.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე. მის. დიმიტრი უზნაძის 103
გისურვებთ ჯანმრთელობას!