საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.

გაინტერესებთ თუ რა სახის ცოდნას იღებენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში?

თემაზე გვესაუბრებიან ქირურგიული სტომატოლოგიის კურატორი საქართველოს უნივერსიტეტში და ყბა-სახის ქირურგი ალადაშვილის კლინიკაში ნინო ჩიჩუა და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და თერაპევტ სტომატოლოგი ალადაშვილის კლინიკაში სოფი თეილე.

– ნინო გვიამბეთ პროგრამის შესახებ.
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში მოქმედებს ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამა სტომატოლოგიაში. ჩვენი სტუდენტები ძირითადად უცხოელები არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. კერძოდ: ავსტრალია, ეგვიპტე, ამერიკა, ერაყი, ირანი, ისრაელი, გერმანია.

სწავლება 5 წლიანია. წელს პირველი გამოშვება გავაცილეთ, რაც სასიხარულო და ემოციური იყო როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის. სტომატოლოგიის პროგრამა დღითიდღე იზრდება, ასევე იზრდება იმ ქვეყნების სია, რომლებსაც წარმოადგენენ სტუდენტები.

ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკა არის საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ბაზა, სადაც სტუდენტები გადიან 2 კვირიან პრაქტიკებს (როტაციებს) სხვადასხვა საგნებში.
პირადად მე ვასწავლი ქირურგიულ სტომატოლოგიას.

სტუდენტები მოდიან ჩვენს კლინიკაში როტაციებზე. მათ ეძლევათ საშუალება ჩაერთონ ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობაში, ახლოს გაეცნონ კლინიკაში მუშაობის სპეციფიკას, იხილონ და აითვისონ ექიმის და პაციენტის ურთიერთობის ეთიკის პრინციპები.

ჩვენი სტუდენტები ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში ესწრებიან ოპერაციებს, რომლებიც ტარდება როგორც ადგილობრივი ასევე ზოგადი გაუტკივარების ქვეშ. აქ პერსონალი მზად არის მომავალ თაობას ცოდნა გაუზიაროს, მიიღოს მონაწილეობა მათ ჩამოყალიბებაში თანამედროვე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად.

უფრო კონკრეტულად, სწავლობენ რენტგენოლოგიური კვლევების კითხვას, პაციენტის ამბულატორიული თუ სტაციონარული მოვლის სპეციფიკას. ანამნეზის შეკრებას. აქ ყოფნის დროს იძენენ გარკვეულ პრაქტიკულ უნარჩევევბს, ასევე ასისტირებენ სხვადასვხა მანიპულაციების დროს.
კლინიკაში კოლეგიალური და მეგობრული გარემოა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენმა კოლეგებმა სხვა განყოფილებებიდან უფლება მისცეს დაინტერესებულ სტუდენტებს დასწრებოდნენ ასევე მათ ოპერაციებს.

– სოფი თქვენ სტუდენტებს თერაპიულ სტომატოლოგიას ასწავლით, გვიამბეთ ამის შესახებ.
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები როტაციებზე სიარულს მესამე კურსიდან იწყებენ. ძალიან კარგი ნაკადია, ბავშვები გულისხმიერები და მოტივირებულები არიან.

ჩვენ ვასწავლით უახლესი ლიტერატურით, ინგლისურენოვანი წიგნებით. სხვათაშორის იგივე ლიტერატურით ხელმძღვანელობს ბევრი უნივერსიტეტი როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში. უნივერსიტეტში მდიდარი ბიბლიოთეკაა, რომლის განახლებაც რეგულარულად ხდება. მოგეხსენებათ როგორ სწრაფად ვითარდება მედიცინა და რამდენად მნიშვნელოვანია არ ჩამოვრჩეთ მსოფლიო სიახლეებს არც ჩვენ, ექიმები და არც ჩვენი სტუდენტები.

ჩვენი კურსი ძალიან მრავალფეროვანია და სტუდენტები გარდა თეორიული ცოდნისა მუშაობენ პრაქტიკულად. მოდელებზე, ამოღებულ კბილებზე თვითონ ატარებენ ყველა იმ მანიპულაციას, რომელსაც თეორიულად სწავლობენ, გვიწევენ ასისტენციას. პრაქტიკის დროს ხელმძღვანელობენ უახლესი პროტოკოლებით, გაიდლაინებით.
ასევე, ალადაშვილის კლინიკის სასწავლო ოთახებში და დიდ აუდიტორიაში ყოველდღიურად სტუდენტებს უტარდბა ლექციები, გამოკითხვები, ხოლო როტაციის ბოლოს შემაჯამებელი გამოცდა.
მართლაც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ცოდნას გადასცემ ახალ თაობას, ხედავ მათ ინტერესს და მათი ყოველდღიური ზრდის და განვითარების მომსწრე ხარ.


გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ,დაუკავშირდეთკლინიკის ქოლცენტრსნომერზე: (03)2 2 95 80

ტეგები

ტეგები