ლეიკოპლაკია

ლეიკოპლაკია

რა არის ლეიკოპლაკია, როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა.

გსმენიათ ლეიკოპლაკიის შესახებ? გაინტერესებთ რა სიმპტომებით ვლინდება,როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი გინეკოლოგი თეონა ბერიშვილი.

– რა არის ლეიკოპლაკია?
ლეიკოპლაკია გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანება და ანთებაა. მას ახასიათებს ორგანოთა მფარავი ეპითელის გასქელება და გარქოვანება. ამ დროს გარეთა სასქესო ორგანოებსა და საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილზე ჩნდება თეთრი ან მოთეთრო-რუხი ან სადაფისფერი ლაქები და ფოლაქები რომლებიც არ სცილდება. ისინი ან ბრტყელია ან ოდნავ ამობურცული. ლეიკოპლაკიის ფორმებია: 1)ბრტყელი 2)მეჭეჭისებური. მეჭეჭისებურ ფორმებს-ლეიკოკერატოზი ეწოდება.

– რა იწვევს ლეიკოპლაკიას?
ლეიკოპლაკიას იწვევს:

  1. ენდოგენური ფაქტორები (ჰორმონული ჰემოსტაზის დარღვევა),
  2. ეგზოგენური (ინფექციური, ქიმიური ფაქტორები),
  3. სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის გარდაქმნა.

ვულვის ლეიკოპლაკიის დროს აღინიშნება ქავილი, ნაკაწრების წარმოქმნით. იშვიათად შერწყმულია კრაუროზთან. საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკიის დიაგნოსტირება ხდება საშვილოსნოს ყელის სარკეებში დათვალიერების დროს.

– რა სიმპტომებით ვლინდება?
ზოგჯერ ლეიკოპლაკია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას გინეკოლოგიური გასინჯვის დროს აღმოაჩენენ ხოლმე. დიაგნოზის დასადგენად ასეთ დროს მიმართავენ ბიოფსიას და კოლპოსკოპიას.
ლეიკოპლაკიის დიაგნოსტიკის მიზანია განისაზღვროს ლეიკოპლაკიის ფორმა. მარტივია თუ ბაზალურუჯრედოვანი, ჰიპერაქტიურობით და უჯრედთა ატიპიურობით. ეს უკანასკნელი მეჭეჭისებრზედაპირიანი ლეიკოპლაკიის დროს გვხვდება.

– როგორია დიაგნოსტირება?
ლეიკოპლაკიის დიაგნოსტიკა მოიცავს:

  1. სასქესო ორგანოების დათვალიერება კოლპოსკოპია,
  2. ციტოლოგიური კვლევა ატიპიის გამოსავლენად,
  3. ბიოფსია (ცერვიკალური არხის გამონაფხეკთან ერთად),
  4. ჰისტოლოგიური კვლევა.

– როგორია მკურნალობა?
მარტივი ლეიკოპლაკიის დროს საჭიროა კოლპოსკოპიური კვლევით დაკვირვება. ამის პარალელურად წარმოებს ანთებითი პროცესების, ენდოკრინული და სხვა დარღვევების მკურნალობა. ხანდაზმულ ქალებს ასეთ შემთხვევაში ენიშნებათ ესტროგენების შემცველი მალამოები. ქავილის მიმდინარეობის დროს თბილი მჯდომარე აბაზანები და ჰიდროკორტიზონის მალამო. ლეიკოკერატოზის დროს მკურნალობა ქირურგიულია. გამოიყენება ლაზერით თერაპია და დიათერმოკუაგულაცია. საშვილოსნოს ყელზე არსებული ლეიკოპლაკიის დროს ხდება პათოლოგიური კერის ამოკვეთა ჯანსაღ ქსოვილებამდე. ატიპიის შემთხვევაში ტარდება ყელის ამპუტაცია. ვულვის ლეიკოპლაკიის დროს რეკომენდირებულია დიეტის დაცვა, ჰიდროტერაპია, სედატიური საშუალებები, მალამოები და სხვ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები