ჯუმბერ ფარცახაშვილის ვიზიტი საქართველოში წარმატებით დასრულდა. გაინტერესებთ რა სახის ოპერაციები ჩაატარა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ქართულ – გერმანული პროექტის ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგებთან ერთად და რა დაიგეგმა სამომავლოდ?
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ერთობლივი ქართულ – გერმანული პროექტის ხელმძღვანელის, ქალაქ ჰალეს მარტინ ლუთერის სახელობის საუნივერსიტეტო ზოგადი ვისცერული ენდოკრინული და სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების, უფროსი ექიმის პროფესორ ჯუმბერ ფარცახაშვილის ვიზიტი წარმატებით დასრულდა. პროფესორმა ჯუმბერ ფარცახაშვილმა ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარა ათი ოპერაცია საძილე არტერიების სტენოზების და ოკლუზიების, თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის და ფარისებრი ჯირკვლის მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებთან.
26 აგვისტოს პროფესორმა ჯუმბერ ფარცახაშვილმა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის საკონფერენციო დარბაზში გამართა შეხვედრა კლინიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და ჩაატარა ლექცია – სემინარი თემაზე : კომპარტმენტზე ორიენტირებული მიკროდისექციის ქირურგიული ტექნიკის უპირატესობები ფარისებრი ჯირკვლის მეტასტაზური კიბოს დროს და საძილე არტერიების ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე ასპექტები. ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და იმ თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებზე მედიცინაში, რომელის დანერგვაც ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში წარმატებით დაიწყო.
სექტემბრის ბოლოს კვლავ დაგეგმილია ერთობლივი ქართულ–გერმანული პროექტის ხელმძღვანელის ჯუმბერ ფარცახაშვილის და გერმანელი კოლეგის ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორის იორგ უკატის ერთობლივი ვიზიტი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.
კონსულტაციაზე ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით მის: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. #103.
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 599 337 828;571 132 833;
შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლცენტრს ნომერზე : (032)2 95 80 14
გისურვებთ ჯანმრთელობას!