სიახლე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში

სიახლე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში

სიახლე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში. მინიინვაზიური მრავალსისხლძარღვოვანი აორტოკორონარული შუნტირება.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა საქართველოში პირველი მინიინვაზიური მრავალსისხლძარღვოვანი აორტოკორონარული შუნტირება. ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კარდიოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ჯანაშია.

– რას ნიშნავს ეს ოპერაცია?
გულის სიხლძარღვების დაზაზიანება, იწვევს ინფაქტს, ტკივილს გლის არეში და საეთო სისუსტეს. ზემოთ ჩამოთვლილის საპრევენციოდ კეთდება შუნტირების ოპერაცია. გულს გააჩნია რამოდენიმე სისხლძარღვი (წინა, გვერდითი და უკანა ). აქამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ წინა კედელზე და მყოფი სისხლძარღვის შუნტირება მინიინვაზიურად. ჩვენს შემთხვევაში ეს უკვე შესაძლებელია ნებისმიერ სისხლძარღვზე.

– რა უპირატესობები აქვს ამ ოპერაციას?
ოპერაციის უპირატესობებია: ჭრილობის ინფექციის არ ქონა, გულის სტანდარტულის ოპერაციებისას, გულმკერდის ძვლის დაჩირქება ერთ–ერთი მძიმე გართულებაა, რაც ახალ მეთოდს არ ახასიათებს. ასევე სტანდარტული ოპერაციის შემდგომ ავადმყოფს ეკრძალება სიმძიმის აწევა, ფიზიკური აქტივობა ორი თვის მანძილზე. ახალი მეთოდით ოპერაციის შემდეგ პაციენტი სამ დღეში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.

– როგორია ეს ოპერაცია ქირურგისთვის?
ოპერაცია გაცილებით რთული და ხანგრძლივია. ასევე საჭიროებს განსაკუთრებულ ინსტრუმენტარიას, რომელსაც ექვსი თვე ველოდებოდით და რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. ჩამოსულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები ამერიკიდან, ინგლისიდან, ბელორუსიიდან, ჩვენც ვიყავით წასულები რათა შეგვესწავლა ამ აპარატურასთან მუშაობა. უკვე სამი თვეა ჩვენ წარმატებით ვატარებთ ამ ოპერაციას და აქვე ავღნიშნავ, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა რამოდენიმე თვის განმავლობაში სტანდარტულ ფასად გააკეთებს ამ ოპერაციას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები