ყბის გადანერგვა

ყბის გადანერგვა

საქართველოში პირველად ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა უნიკალური ოპერაცია ყბის გადანერგვაზე.

პირველად საქართველოში, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა უნიკალური ოპერაცია, ყბის გადანერგვა. ამ თემაზე გვესაუბრება ყბა–სახის ქირურგი ბექა ბაკურაძე.

პაციენტს ჰქონდა ქვედა ყბის რეზექცია ჩატარებული, ანუ ამოკვეთილი ჰქონდა ქვედა ყბის სხეული კუთხიდან კუთხემდე. იყო უზარმაზარი დეფექტი, რბილი ქსოვილები დაპატარავებული, კუნთები იყო შეკუმშული. ოპერაციის მიზანი იყო გადაგვენერგა 3d პრინტერზე ჩამოსხმული ზუსტად ისეთივე ფორმის იმპლანტი, როგორი ყბაც პაციენტს ჰქონდა. ამისათვის გადავიღეთ კომპიუტერული კვლევები ოპერაციემდე, ოპერაციის შემდგომ, ანუ ამოკვეთამდე და ამოკვეთის შემდეგ. ავიღეთ თაბაშირის ანაბეჭდები, გადავაგზავნეთ შვეიცარიაში სადაც დამზადდა ყბის ინპლანტი. გარდა იმისა რო ტიტანის იმპლანტი ზუსტად იმეორებს პაციენტის ანატომიურ ყბის ფორმებს , მასზე უკვე დამაგრებულია იმპლანტები კბილებისათვის. ოპერაცია გაგრძელდა ოთხი საათი, იყო ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორები როგორებიცაა: შეხორცებები, ნაწიბურები, ანთებითი პროცესები, თუმცაღა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან აქციებზე და სკრინინგ-პროგრამებზე ჩასაწერად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები