საძილე არტერიების ათეროსკლეროზი

საძილე არტერიების ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზის სიმპტომები, დიაგნოსტიკა მკურნალობა და პრევენცია.

გაინტერესებთ როგორ ხდება თავის ტვინის კვება? როგორ ყალიბდება ათეროსკლეროზული ფოლაქები? როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ თემაზე გვესაუბრებიან ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დახმარების და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რეანიმატოლოგ–ანესთეზიოლოგი ლევან ბესელია და სისხლძარღვთა ქირურგიის უმცროსი ექიმი ლევან მათიკაშვილი.

– რა არის საძილე არტერიის ათეროსკლეროზი?
თავის ტვინის კვება ხორციელდება ორი საძილე არტერიით და ორი ვერტებრალური არტერიით. საერთო საძილე არტერია იყოფა გარეთა და შიგნითა არტერიებად. ათეროსკლეროზული დაავადების დროს ძირითადად ხდება შიგნითა საძილე არტერიის შევიწროება. ყალიბდება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც ავიწროებენ არტერიის სანათურს, რის შედეგადაც თავის ტვინში ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ჟანგბადის მიწოდება. ზოგჯერ ხდება პათოლოგიის კომპენსირება უკანა ვერტებრალური არტერიებით და ასეთ დროს პაციენტის თავის ტვინი არ განიცდის დიდ დაზიანებას. მაგრამ როდესაც ვითარდება არტერიის სანათურის 50%-ის სტენოზი, ხდება არტერიის სრული დახშობა, ირღვევა თავის ტვინის გარკვეული უბნის კვება და ვითარდება იშემიური ინსულტი.

– რა სიმპტომებით ვლინდება საძილე არტერიების ათეროსკლეროზი?
დამახასიათებელია თავბრუსხვევა, მაღალი ან დაბალი წნევა, გონების დაკარგვა, ნევროლოგიური სიმპტომები სტენოზის საპირისპირო მხარეს, რაც გამოიხატება ხელში მგრძნობელობის დაქვეითებით, სახის ასიმეტრიით, კოორდინაციის დარღვევით, წონასწორობის და სიარულის დარღვევით.

– როგორია პირველადი დახმარება?
პირველადი დახმარება გულისხმობს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას. შესაძლოა სტენოზი იმდენად იყოს გამოხატული, რომ განვითარდეს თავის ტვინის იშემია. სიმპტომების გამოვლინებიდან 6 საათის განმავლობაში უნდა მოვახდინოთ სწრაფი ჩარევა ინსულტის თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის მიზანია არტერიის გამავლობის აღდგენა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის სტაბილიზაცია. თუ დაზიანებულია იშემიური უბანი კეთდება თრომბოლიზისი ან თრომბოექსტრაქცია.

– როგორ ხდება დიაგნოსტირება?
საძილე არტერიების ათეროსკლეროზის დიაგნოსტირება ხდება დუპლექსსკანირებით, ექოსკოპიითა და კომპიუტერული ტომოგრაფიით.

– რა პრევენცია არსებობს?
ინსულტი შეიძლება იყოს იშემიური და ჰემორაგიული. იშემიური ინსულტის პრევენციაა სკრინინგი, რისთვისაც აუცილებელია ანგიოლოგთან დროული ვიზიტი. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ხშირად მიმდინარეობს ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციის აქცია, რომელშიც შედის ფასდაკლება გარკვეულ კვლევებზეც. ასევე კლინიკას აქვს საშუალება სრულყოფილად მართოს სკრინინგის შემდგომი პერიოდი. ჩვენთან შესაძლებელია ამ პათოლოგიის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამჟამად იგეგმება 5 ოპერაცია საძილე არტერიების ათეროსკლეროზის გამო და, აქვე ავღნიშნავთ, რომ უკვე წარმატებით ჩატარდა 4 ურთულესი ოპერაცია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55 ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები