იცით რა არის არტერიული ჰიპერტენზია და რა გართულებები შეიძლება მოყვეს მას? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა პეტრიაშვილი.
– რა არის არტერიული ჰიპერტენზია?
სისხლძარღვთა სისტემაში სისხლი ხვდება გულის შეკუმშვის – სისტოლის შედეგად. სისტოლის დროს სისხლი აწვება მსხვილი არტერიების კედელს გარკვეული ძალით, რაც ქმნის სისტოლურ არტერიულ წნევას. გულის მოდუნების – დიასტოლის დროს სისხლის ნაკადი მცირდება, რაც შეესაბამება დიასტოლურ არტერიულ წნევას.
არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ხანგრძლივ და მყარ მატებას. ის არის ქრონიკული, მსოფლიოში მეტად გავრცელებული დაავადება, რომელიც წარმოადგენს ნაადრევი ინვალიდობის და სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში.
– არტერიული ჰიპერტენზიის რა ფორმები არსებობს?
არტერიული ჰიპერტენზია შეიძლება გამომჟღავნდეს, როგორც პირველადი დაავადება და როგორც სხვა დაავადების სიმპტომი. პირველ შემთხვევაში მას უწოდებენ ესენციურ ჰიპერტენზიას, ხოლო მეორე შემთხვევაში სიმპტომურ ჰიპერტენზიას. ორივე ფორმა ერთნაირად საყურადღებოა გართულებების განვითარების თვალსაზრისით.
– არტერიული წნევის რომელი ციფრები ითვლება ნორმალურად და რომელი მომატებულად?
არტერიული წნევის დონე 140/90 მმ.ვწყ.სვ და მეტი ითვლება მომატებულ არტერიულ წნევად. შაქრიანი დიაბეტის დროს ეს მაჩვენებელი არის ამ დონეზე ნაკლები - 130/85 მმ.ვწყ.სვ, ხოლო თირკმელების უკმარისობის დროს 125/80 მმ.ვწყ.სვ.
– რა გართულებებია მოსალოდნელი არტერიული ჰიპერტენზიის დროს?
პირველ რიგში აღსანიშნავია ჰიპერტენზიული კრიზი – სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მკვეთრი მატება, რასაც თან ახლავს თავის ტკივილი, თავბრუ, გულისრევა, ღებინება, აგზნებადობა, გულის ფრიალი, კანკალი. ხშირი კრიზი ამძიმებს არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობას და იწვევს იმ ორგანოების დაზიანების დაჩქარებას და დამძიმებას, რომლებიც არჩევითად ზიანდება არტერიული ჰიპერტენზიის უსიმპტომოდ მიმდინარეობის დროსაც ( ე.წ "სამიზნე ორგანოები" ). ეს ორგანოებია:
– რა პრევენცია არსებობს და როგორია მკურნალობა?
არტერიული ჰიპერტენზიის თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით, საჭიროა:
მედიკამენტური მკურნალობა შესაძლოა ერთი პრეპარატით, უფრო ხშირად საჭირო ხდება პრეპარატთა კომბინაცია. პრეპარატი შერჩეული უნდა იყოს ექიმის მიერ.
– რომელ პრეპარატს უნდა მიენიჭოს უპირატესობა არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ?
არტერიულ ჰიპერტენზიას შეიძლება ჰქონდეს მრავალი მიზეზი და მიმდინარეობდეს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებით. ამიტომ პრეპარატის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად – მიზეზის, დაავადების მიმდინარეობის და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. პრეპარატს უნდა ახასიათებდეს:
ამ მოთხოვნებს გარკვეულწილად აკმაყოფილებენ ფიქსირებულდოზიანი კომბინაციები, ანუ პრეპარატები, რომლებშიც ჰიპერტენზიის განვითარების სხვადასხვა მექანიზმზე მოქმედი ორი მედიკამენტია შერწყმული.
– რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს იდეალური ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი?
იდეალური ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი უნდა ახდენდეს არტერიული წნევის 24 საათიან კონტროლს, " სამიზნე ორგანოების " ( გული, თავის ტვინი, თირკმელი ) საიმედო დაცვას გართულებებისაგან ( ინფარქტი, ინსულტი, თირკმელების უკმარისობა ), უნდა ჰქონდეს დოზირების მარტივი რეჟიმი და მინიმალური გვერდითი მოვლენები.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.
კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!