ცისტიტი

ცისტიტი

რა არის ცისტიტი, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მკურნალობა.

გაინტერესებთ რა სიმპტომებით ვლინდება ცისტიტი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი უროლოგი ნუგზარ იარალაშვილი.

– რა არის ცისტიტი?
ცისტიტი, ანუ შარდის ბუშტის ანთება, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა მთელს მსოფლიოში.
ქალებში ცისტიტი გაცილებით უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე მამაკაცებს, რაც დაკავშირებულია ანატომიურ თავისებურებასთან. ქალის შარდსადენი მილი მამაკაცებთან შედარებით მოკლეა და მისი გავლით ბაქტერიები მარტივად ხვდებიან საშარდე გზებსა და შარდის ბუშტში.

– რა იწვევს ცისტიტს?
როგორც წესი, ცისტიტს იწვევს ბაქტერიული ინფექცია.

– რა სიმპტომებით ვლინდება?
ცისტიტის სიმპტომებია:

  • წვა და ტკივილი შარდვის დროს.
  • მოჭერის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში.
  • შესაძლებელია სისხლიანი შარდის არსებობა.
  • არასასიამოვნო სუნის მქონე შარდის არსებობა.
  • გახშირებული შარდვა.
  • დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ.

– როგორ ვიმოქმედოთ ცისტიტის დროს?
უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მოხდეს დაავადების სიმძიმის შეფასება და ადექვატური მკურნალობის დაწყება. დაუშვებელია თვითმკურნალობა და მკურნალობის არასრული კურსის ჩატარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობის ჩამოყალიბება.

შეიძლება, დაავადების ტიპურ სიმპტომებს თან ახლდეს ტემპერატურის მატება, შემცივნება, გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი ზურგის არეში. ეს საგანგაშო სიგნალია და აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით: შარდ-სასქესო სისტემის სრულ გამოკვლევას პირველადი დიაგნოსტიკის მიზნით! 174 ლარის ნაცვლად - 87 ლარად.

ტეგები

ტეგები