რქოვანის დაავადებები

რქოვანის დაავადებები

რა არის რქოვანა, რა სიმპტომებით ვლინდება რქოვანას დაავადებები და როგორია დიაგნოსტიკა.

რა სიმპტომებით ვლინდება რქოვანის დაავადება და როგორია დიაგნოსტიკა? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ოფთალმოლოგი, თამარ ბეზარაშვილი.

– რა არის რქოვანა?
რქოვანა თვალის თხელი, მკვრივი გარსია. ის უნარჩუნებს თვალს ფორმას და ასრულებს დამცავ ფუნქციას. იგი სინათლის გარდამტეხი გარსია და მისი გამჭვირვალობა განაპირობებს მხედველობით ფუნქციას. რქოვანა იკვებება პერიკორნეარული სისხლძარღვთა ქსელით და თვალის წინა საკნის ნამით. იმისათვის, რომ რქოვანამ გამჭვირვალობა შეინარჩუნოს აუცილებელია, ეპითელიუმის და ენდოთელიუმის მთლიანობა იყოს შენარჩუნებული. რქოვანის მგრძნობელობა ცილიარული ნერვების განშტოებებით არის განპირობებული. მათ დაკარგული აქვთ მიელინის გარსი და ამიტომ რქოვანას გამჭვირვალობა შენარჩუნებულია.

– რა სიმპტომებით ვლინდება რქოვანის დაავადებები?
რქოვანის დაავადებებისთვის დამახასიათებელია ე.წ. "რქოვანის სინდრომი"-სინათლის შიში, ცრემლდენა, ბლეფაროსპაზმი, უცხო სხეულის შეგრძნება. დამახასიათებელია გამჭვირვალობის დაკარგვა და მხედველობის ფუნქციის დაქვეითება. აგრეთვე რქოვანის შემღვრევა, სისხლძარღვთა წარმოქმნა რქოვანის სისქეში, ხშირად ხდება დისტროფიების განვითარება. რქოვანის ანთებითი დაავადებებიდან აღსანიშნავია ეგზოგენური და ენდოგენური კერატიტები.

– რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი?
გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

  • რქოვანის ეროზია
  • ტრავმული დაზიანება
  • ინფექციები.

ენდოგენური კერატიტების მიზეზებია:

  • ინფექციები
  • ტუბერკულოზი
  • ალერგიული ფაქტორი
  • სიფილისი
  • ჰერპესი
  • ავიტამინოზი და ა. შ.

– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
რქოვანის დაავადებათა დიაგნოსტირება ხდება ბიომიკროსკოპიული დათვალიერებით, ასევე ხდება მგრძნობელობის დადგენა და ფლუორესცეინის ხსნარით შეღებვა. მკურნალობა უნდა ჩატარდეს დაავადების სიმპტომების და ეტიოლოგიის გათვალისწინებით.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ – კვირის გარდა) 10:00 სთ – დან 18:00 სთ – მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ოფთალმოლოგიური აქციით: ჩაიტარეთ სრული ოფთალმოლოგიური გამოკლვლევა

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 

ტეგები

ტეგები