როგორ გავარჩიოთ გულის ტკივილი სხვა ტკივილისგან?

როგორ გავარჩიოთ გულის ტკივილი სხვა ტკივილისგან?

დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ კარდიოქირურგიული დეპარტამენტის უფროსთან, მედიცინის დოქტორთან კარდიოქირურგ გიგა ჯანაშიასთან.

  1. Რამდენად ხშირია გულის დაავადებები?

Სტატისტიკურად, გულის დაავადება არის ყველაზე გავრცელებული ადამიანებს შორის, იგი თავისი გავრცელებით უსწრებს წინ სიმსივნეებსაც კი. 

  1. Რა ასაკიდან იწყება გულის დაავადება?

Გულის დაავადებები შეიძლება დაიწყოს დაბადებიდან ან ჩასახვიდანვე, ამას ეწოდება თანდაყოლილი გულის პათოლოგია. Მათი დიაგნოსტიკა დაბადებისთანავე ხდება, რასაც მოსდევს მყისიერი მკურნალობა. Სადღაც, 40 წლიდან, ვითარდება გულის ათეროსკლეროზული დაავადებები, რასაც გულის შეძენილ დაავადებებს ვუწოდებთ. Ბოლო დროს გარემოს დაბინძურების მატებისა, კვების და ცხოვრების რეჟიმის დარღვევის გამო, შეძენილი გულის დაავადებები გაახალგაზრდავდა და ისინი 30 წლიდან გხვდება

  1. Როგორ გრძნობს ადამიანი გულის დაავადებას?

Თუ, გაქვთ შემდეგი სიმპტომები: გულის ტკივილი, უჰაერობა, ადვილად დაღლა და ფეხების შეშუპება - სავსებით შესაძლებელია, Რომ გულის დაავადება გქონდეთ.

  1. Როგორ  გავარჩიოთ გულის ტკივილი სხვა ტკივილისგან?

Გულის მუშაობას (რითმს), წნევას და ა.შ. Ადამიანი თვითონ ვერ აკონტროლებს, შესაბამისად გულის ტკივილსაც იგი ვერ აკონტროლებს. Თუ პოზის შეცვლა, ხელის აწევ-დაწევა, ღრმა ჩასუნთქვა ან ამოსუნთქვა ტკივლის ინტენსიობას ზრდის ან ამცირებს, ესეიგი გული არ არის. Ეს შეიძლება იყოს ნეკნები, ფილტვი და კუნთები, რომლებიც უხვადაა გულ-მკერდზე. Თუ გულ-მკერდის არეში გვაქვს სიმძიმის შეგრძნება, ყელში მოხრჩობის შეგრძნება და მძაფრი ტკივილი, რომელიც პოზის არანაირი ცვლილებისას ინტენსიობას არ იკლებს და არ იმატებს, დიდი ალბათობით გული გვაწუხებს. Ამ შემთხვევაშია აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს ან გამოიძახოთ სასწტაფო დახმარების ბრიგადა.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:

( 032 ) 2 95 80 14

595 41 70 55

ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ

ტეგები

ტეგები