განახლებული ლაბორატორია

განახლებული ლაბორატორია

ლაბორატორიული კვლევები ჩვენს კლინიკაში

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიო ლიდერი კომპანიების უახლესი, სრულად ავტომატიზირებული აპარატურით,  ხოლო კვლევებს ახორციელებს მაღალკვალიფიციური პერსონალი. ეს გვაძლევს სიზუსტისა და ხარისხის გარანტიას.

ჩვენი ლაბორატორია გთავაზობთ კვლევების ფართო სპექტრს 24/7 რეჟიმში შემდეგი მიმართულებებით:

  • ჰემატოლოგიური-სისხლის კლინიკური ანალიზი, რეტიკულოციტების განსაზღვრა;
  • იმუნოჰემატოლოგიური-სისხლის  ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა;
  • კოაგულაციური-პროთრომბინი, INR, ფიბრინოგენი,  დ-დიმერი;
  • ბიოქიმიური- ლიპიდური პროფილი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, თირკმლის ფუნქციური სინჯები;
  • მინერალური ცვლა და მიკროელემენტები-კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი, იონიზირებული კალციუმი;
  • შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა- გლუკოზის განსაზღვრა, გლუკოზატოლერანტობის ტესტი, ინსულინი, ც პეპტიდი , HOMA ინდექსი;
  • ანემიების დიაგნოსტიკა: ვიტ B12, ფერიტინი, რკინა;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები: TSH, FT4, FT3, ანტისხეულები TPO   და  TG –ს მიმართ;
  • სიმსივნის მარკერები: CEA, PSA, CA125, CA15-3, CA19-9;
  • ჰორმონალური კვლევები: ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი, მალუთეინიზებელი ჰორმონი, პროლაქტინი, ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, პროგესტერონი;
  • სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციების სკრინინგი: შიდსი, სიფილისი, ტრიქომონა, გონორეა;
  • კვლევა ვირუსებზე: CMV, CHL, TOXO, HSV;
  • ბაქტერიოლოგიური კვლევები;

ლაბორატორიული კვლევები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პაციენტების დიაგნოსტიკაში, მკურნალობასა და მონიტორინგში. ისინი აწვდიან ინფორმაციას ექიმებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, ეხმარებიან მიიღონ გადაწყვეტილება მკურნალობის პროცესში და გაიგონ დაავადების ცვლილების დინამიკა. 

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:

( 032 ) 2 95 80 14

595 41 70 55

ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ

ტეგები

ტეგები