ინსულტი არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. ანსხვავებენ იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტს.
სისხლი განუწყვეტლივ აწვდის ქსოვილებს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს - რაც აუცილებელია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუ სისხლის მიდინება შეფერხებულია, თავის ტვინის უჯრედები იწყებენ კვდომას, რა დროსაც დაავდებულს მწვავედ უვითარდება ნევროლოგიური დეფიციტი.
როგორ ამოვიცნოთ ინსულტი:
• მგრძნობელობის დაკარგვა ან დამბლა. Სხეული ერთი ნაწილი შეიძლება იყოს დასუსტებული ან პარალიზებული. Პაციენტს შესაძლებელია აღენიშნებოდეს მგრძობელობის დაკარგვა ხელის, ფეხის ან სახის არეში;
• მეტყველების მოშლა. Პაციენტს აღენიშნება გაურკვეველი მეტყველება ან საერთოდ ვერ ახერხებს კონტაქტში შემოსვლას და სრულყოფილი დიალოგის წარმართვას.
• გაძნელებული გადაადგილება. Ხშირად ინსულტის დროს პაციენტს უჭირს გადაადგილება, ვლინდება სიარულის ასიმეტრია და წონასწორობის დაკარგვა;
• თავის მწვავე ტკივილი. Ამასთანავე პაციენტი შეიძლება განიცდიდეს პირღებინებას და თავბრუხვევას;
• გონების დაკარგვა;
• Მხედველობის დაქვეითება. Შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც ერთ, ასევე ორივე თვალზე;
• Სმენის დაქვეითება;
• Სახის ერთი მხარის დაბუჟება. Პაციენტი გრძნობს სიმძიმეს სახის ერთ მხარეს, კარგავს მგრძნობელობას და ირღვევა სახის სიმეტრიულობა.
ინსულტის შემთხვევაში პაციენტს უვითარდება როგორც უმნიშვნელო ნევროლოგიური სიმპტომატიკა ასევე მკვეთრად გამოხატული ნევროლოგიური სიმპტომატიკა. უმნიშვნელო სიმპტომების განვითარების დროს ხანდახან პაციენტები არ აქცევენ ყურადღებას, რა დროსაც აგრძელებენ ცხოვრებას ჩვეულ რითმში, თუმცა, შემდგომ ხდება განმეორებითი სისხლჩაქცევები, რომლის დროსაც პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ასეთ დროს, ხშირ შემთხვევაში, პროგნოზი არის არაკეთილსაიმედო, რაც დაკავშირებულია როგორც მსუბუქი, ისე მაღალი ხარისხის ინვალიდობასთან და ხშირ შემთხვევაში ლეტალური შედეგიც.
იშემიური ინსულტის დროს ხდება თრომბის დახშობა თავის ტვინის არტერიაში, რა დროსაც სისხლი აღარ მიეწოდება თავის ტვინს. ასეთი ინსულტის დროს ტარდება ან თრომბოლიზისი ან კიდევ მექანიკური თრომბექტომია რა დროსაც ხდება სისხლძარღვების გავლით თრომბამდე სპეციალური კათეტერების მიყვანა და ამ კათეტერების მეშევობით თრომბის ასპირაცია( ამოქაჩვა).
იშემიური ინსულტის გამომწვევი მიზეზები: მოციმციმე არითმია, ამ დროს ხდება გულში არსებული თრომბის მოწყვეტა, რომელიც ხვდება თავის ტვინის სისხლძარღვებში და ახდენს თავის ტვინის მკვებავი არტერიის დახშობას. ათეროსკლეროზული დაავადება, სისხლის შედედების პათოლოგიები.
ჰემორაგიული ინსულტის დროს ხდება სპონტანური სისხლჩაქცევა თავის ტვინის ქსოვილში ან ტვინის გარსებს შორის. Ის ძალიან სწრაფად ვითარდება და საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას, წინაამღდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი მივიღოთ რიგი მძიმე გართულებების და ლეტალური შედეგიც კი.
ინსულტის შემთხვევაში პაციენტს უვითარდება როგორც უმნიშვნელო ნევროლოგიური სიმპტომატიკა ასევე მკვეთრად გამოხატული ნევროლოგიური სიმპტომატიკა. უმნიშვნელო სიმპტომების განვითარების დროს ხანდახან პაციენტები არ აქცევენ ყურადღებას, რა დროსაც აგრძელებენ ცხოვრებას ჩვეულ რითმში, თუმცა, შემდგომ ხდება განმეორებითი სისხლჩაქცევები, რომლის დროსაც პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ასეთ დროს, ხშირ შემთხვევაში, პროგნოზი არის არაკეთილსაიმედო, რაც დაკავშირებულია როგორც მსუბუქი, ისე მაღალი ხარისხის ინვალიდობასთან და ხშირ შემთხვევაში ლეტალური შედეგიც.
სიმპტომები, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება: უეცრად აღმოცენებული ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარვევა, მეტყველების გაძნელება, სახის ასიმეტრია, ძალის დაქვეითება ან დაბუჟება რომელიმე კიდურში, ასეთ დროს აუცილებელია ავადმყოფის გვერდით მყოფმა დარეკოს 112-ში და გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
Რა უნდა მოვიმოქმედოთ ინსულტის სიმპტომების აღმოჩენისას:
ინსულტის პრევენცია მოიცავს სწორ კვებას და აქტიურ ცხოვრების წესს. პათოლოგიის განვითარების თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროული მკურნალობა. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს, მიიღოთ დანიშნული მედიკამენტები და მკაცრად დაიცვათ მიღებული რეკომენდაციები.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:
( 032 ) 2 95 80 14
595 41 70 55
ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე
მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103