რადიკულიტი - ნერვის ანთებაა. გვხვდება კისრის გულმკერდის და წელის რადიკულიტი. რადიკულიტი რომელიც გამოწვეულია, როგორც საზოგადოებაშია ცნობილი ეგრეთ წოდებული გაციებით, როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
არსებობს რადიკულიტის სხვა გამომწვევი მიზეზებიც, როგორიც არის ხერხემლის მალთაშორისი თიაქრები, ხერხემლის და ნერვული არხების შევიწროებები(სტენოზები) რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სახის მკურალობას. დისკის თიაქარი არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. ამ დროს გამოვარდნილი დისკის ნაწილი აწვება ნერვს, ნერვზე ზეწოლის შედეგად ადამიანები გრძნობენ ძლიერი ხასიათის ტკივილს წელის არეში, რომელიც გადაეცემა ფეხში. ამას ხშირად თან ერთვის დაბუჟება ტერფში, თითებში ან კიდურის სხვადასხვა მიდამოში. ასევე შეიძლება თან დაერთოს ძალის დაქვეითება კიდურში.
ასეთ შემთხვევაში დაავადებულმა დროულად უნდა მიმართოს ნეიროქირურგს, რათა მოხდეს დიაგნოზის დასმა და ამის შემდეგ სწორად შეირჩეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს კვლევის მეთოდს, თუმცა შესაძლებელია პაციენტს დასჭირდეს დამატებითი კვლევები. კვლევის ჩატარების და კონსულტაციის შემდგომ ხდება მკურნალობის დაგეგმვა. ეს იქნება კონსერვატიული, ფიზიოთერაპიული თუ ნეიროქირურგიული ჩარევა.
დისკის თიაქრების დროს ტარდება მინიინვაზიური ოპერაციები, მეორე დღეს პაციენტი დგება ფეხზე და იწყებს სიარულს, მესამე დღეს კი ეწერება ბინაზე.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:
( 032 ) 2 95 80 14
595 41 70 55
ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე
მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103
კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ