ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობა

ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობა

სამედიცინო ლაბორატორიული კვლევები: თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საფუძველი

სამედიცინო ლაბორატორიული კვლევები უდაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე მედიცინაში, ექიმებსა და პაციენტებს აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საშუალებას აძლევენ დაადგინონ დაავადების არსებობა, სიმძიმე და მიმდინარეობა. ამ სტატიაში ჩვენ გავეცნობით, თუ რა არის სამედიცინო ლაბორატორიული ანალიზი, რა არეალს მოიცავს, რა შედეგების მიღების საშუალებას გვაძლევს და რატომ არის მნიშვნელოვანი ექიმებისა და პაციენტებისთვის.

რას წარმოადგენს სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა?

სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა წარმოადგენს ორგანიზმის ბიომასალის მორფოლოგიური, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, გენეტიკური და სხვა პარამეტრების თვისობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენას. ბიოლოგიური მასალის სინჯებს იკვლევენ სპეციალური აპარატურისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

კვლევა შესაძლოა მიმდინარეობდეს სხვადასხვა თავისებურების განსაზღვრისთვის, მაგალითად: ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური, გენტიკური, ციტოლოგიური, ჰემატოლოგიური, ზოგად კლინიკური, კოაგულოლოგიური, იმუნოლოგიური, მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური და ა.შ.. ეს დამოკიდებულია ექიმის მიმართვაზე და მკურნალობის დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციაზე.

რას მოიცავს ლაბორატორიული კვლევა?

სამედიცინო ლაბორატორიული კვლევა მოიცავს სამედიცინო მიმართულებათა ფართო სპექტრს, მათ შორის ჰემატოლოგიას, კლინიკურ ქიმიას, იმუნოლოგიას, მიკრობიოლოგიას, გენეტიკას, ონკოლოგიას, ენდოკრინოლოგიას და სხვას. ყოველივე ეს, შესაძლებელს ხდის მოხდეს იდენტიფიცირება სხვადასხვა დაავადებებისა და დარღვევების, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, ონკოლოგიური პროცესები, მეტაბოლური დარღვევები, აუტოიმუნური და ალერგიული რეაქციები, მემკვიდრეობითი დაავადებები და სხვა პათოლოგიური მდგომარეობები.

 რა მონაცემების მიღებაა შესაძლებელი?

სამედიცინო ლაბორატორიული კვლევების შედეგები შესაძლოა იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს ინფორმაციას ორგანიზმში არსებული გარკვეული ნივთიერებების რაოდენობასა და ხარისხზე, ინფექციების არსებობაზე ან არარსებობაზე, ორგანოებისა და სისტემების ფუნქციების მდგომარეობაზე, დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე, მკურნალობის ეფექტურობის შესახებ და ა.შ..  აღნიშნული შედეგები მუშავდება და ინტერპრეტირდება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ და მიეწოდება ექიმებს, რათა კვლევებზე დაყრდნობით მათ მიიღონ გადაწყვეტილებები პაციენტების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მონიტორინგის შესახებ.

ლაბორატორიის სამუშაო პროცესის შესახებ

ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ლაბორატორიაში მუშაობის სიზუსტის შემფასებელია შიდა და გარე ხარისხის კონტროლი. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ლაბორატორიაში კვლევების სიზუსტეკონტროლდება ორივე შეფასების სისტემით, დოკუმენტალურად ინახება ყოველდღიურად გატარებული შიდა ხარისხის კონტროლის შედეგები,  მიღებულია გარე ხარისხის კონტროლზე საერთაშორისო სერთიფიკატები, რაც მოწმობს კვლევების სიზუსტეს და იძლევა სწორი მუშაობის გარანტიას.

კლინიკის ლაბორატორიაში წარმატებული მუშაობის საწინდარია მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი და თანამედროვე აპარატურა.

ყველა მიმართულებისათვის - ჰემატოლოგია, ბიოქიმია, იმუნოლოგია, კოაგულოლოგია,ბაქტერიოლოგია - შეძენილია მაღალი ტექნოლოგიის ბოლო თაობის სრულად ავტომატიზირებული ანალიზატორები, ჩართულია ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემა, რაც მაქსიმალურად ამცირებს ადამიანური ფაქტორით დაშვებულ შეცდომებს და ლაბორატორიაში მუშაობის სამივე ეტაპი - პრეანალიტიკა, ანალიტიკა და პოსტანალიტიკა - სრულდება მიღებული სტანდარტებით, აიოლებს ლაბორატორიული საქმის მართვას, აჩქარებს და სტანდარტებთან აახლოვებს მოქნილი LIS (ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემა) პროგრამა. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა ლაბორატორიაში პაციენტთა კვლევები ჩატარდეს სწრაფად, ზუსტად, ხარისხიანად.

დასასრულს, სამედიცინო ლაბორატორიული კვლევები უდაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე მედიცინაში. აწვდიან ინფორმაციას ექიმებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, ეხმარებიან მიიღონ გადაწყვეტილება მკურნალობის პროცესში და გაიგონ დაავადების ცვლილების დინამიკა.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიო ლიდერი კომპანიების უახლესი, სრულად ავტომატიზირებული აპარატურით,  ხოლო კვლევებს ახორციელებს მაღალკვალიფიციური პერსონალი. ეს გვაძლევს სიზუსტისა და ხარისხის გარანტიას.

ჩვენი ლაბორატორია გთავაზობთ კვლევების ფართო სპექტრს 24/7 რეჟიმში შემდეგი მიმართულებებით:

  • ჰემატოლოგიური-სისხლის კლინიკური ანალიზი, რეტიკულოციტების განსაზღვრა;
  • იმუნოჰემატოლოგიური-სისხლის  ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა;
  • კოაგულაციური-პროთრომბინი, INR, ფიბრინოგენი,  დ-დიმერი;
  • ბიოქიმიური- ლიპიდური პროფილი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, თირკმლის ფუნქციური სინჯები;
  • მინერალური ცვლა და მიკროელემენტები-კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი, იონიზირებული კალციუმი;
  • შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა- გლუკოზის განსაზღვრა, გლუკოზატოლერანტობის ტესტი, ინსულინი, ც პეპტიდი , HOMA ინდექსი;
  • ანემიების დიაგნოსტიკა: ვიტ B12, ფერიტინი, რკინა;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები: TSH, FT4, FT3, ანტისხეულები TPO   და  TG –ს მიმართ;
  • სიმსივნის მარკერები: CEA, PSA, CA125, CA15-3, CA19-9;
  • ჰორმონალური კვლევები: ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი, მალუთეინიზებელი ჰორმონი, პროლაქტინი, ტესტოსტერონი, ესტრადიოლი, პროგესტერონი;
  • სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციების სკრინინგი: შიდსი, სიფილისი, ტრიქომონა, გონორეა;
  • კვლევა ვირუსებზე: CMV, CHL, TOXO, HSV;
  • ბაქტერიოლოგიური კვლევები;

ტეგები

ტეგები