D ვიტამინის როლი ადამიანის ჯანმრთერლობის შენარჩუნებაში

D ვიტამინის როლი ადამიანის ჯანმრთერლობის შენარჩუნებაში

ლალი ტიგიშვილი - ენდოკრინოლოგი D ვიტამინის როლზე

პირველ რიგში საჭიროა ვიცოდეთ რა არის დ ვიტამინი, როგორ ავიცილოთ თავიდან მისი დეფიციტი , რა როლს ასრულებს იგი ჩვენს ჯანმრთელობაში და როგორ აღმოვფხრათ უკკვე არსებული დეფიციტი?

D ვიტამინი - ჰორმონია, რომელსაც  უდიდესი როლი ეკისრება ადამინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, როგორც ბავშვებში და მოზარდებში , ასევე მოზრდილებში. ბოლო ათწლეულში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა რომ დ ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული გართულებების მართვა აქტუალურია როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევები ადასტურებენ იმასაც რომ დ ვიტამინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, არამედ ორგანოთა სხვადასხვა სისტემის ნორმალურ მუშაობაში. მისი რეცეფტორები აღმოაჩინეს თითქმის  ყველა ქსოვილში, მათ შორის თავის ტვინშიც. საკმაო მეცნიერული მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ რომ დ ვიტამინი არა მხოლოდ ზვალ- სახსროვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, არამედ თითქმის ყველა ფიზიოლოგიური პროცესის წარმართვისთვის არის მნიშვნელოვანი..

მრავალიჩატარებული კვლევა მოწმობს რომ დ ვიტამინს აქვს სიმსივნის საჭინააღმდეგო მოქმედება. საჭიროა მისი ჩართვა არა მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის მიზნით, არამედ მკურნალობის პროცესშიც. (განსაკუთრებით ძუზუსა და ნაწლავების სისმსივნეების დროს).

დ ვიტამინი დიდ როლს თამაშობს ინფექციებთან ბრძოლაშიც, არეგულირებს იმუნურისისტემის მუშაობას, ხელს უწყობს ასტმის, ალერგიული დაავადებების გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნით განპირობებული გართულებების პრევენციას. გარგდა ამისა ცალკე კვლევებია ჩატარბული გაფანტული სკლეროზით  და ალცჰაიმერის დაავადებულ პირებში თუ როგრი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს დ ვიტამინით მკურნალობას და მის ზეგავლენას. 

სწავლობენ მის კავშირს აუტიზმთან : ორსულებში დ ვიტამინის დეფიციტის კორელაციას აუტიზმის განვითარების რისკთან  და ა. შ. 

რა გართულებები შეიძლება მოყვეს ამ ჰორმონის დეფიციტის შემთხვევაში. პირველ რიგში რაქიტს და ოსტეოპოროზს, რომელიც ვლინდება დ ვიტამინის დეფიციტის და კალციუმის ნაკლებობის შემთხვევაში. 

საწყის სტადიაზე დ ვიტასმინის დეფიციტის დროს გამოხატულია კანის სიმშრალით, კიდურების ტკივილით, ფრცხილების მტვრევადობითმ თმის ცვენით, ჭარბი ოფლიანობით. ( განსაკუთრებით იმპირებში . რომლრბის არ ღებულობენ რზის ნაწარმს ან შეწოვის პრობლემა აქვთ) აუცილებელია ასეთი სიმფტომების დროს მიმართოთ ენდოკრინოლოგს. თუ  დ ვიტამინის დეფიციტი გაღრმავდა და ხანგრზლივი პერიოდი აქვთ, მაშინ უკვე ვითარდება ძვლების დეფორმაცია, გამსაკუთრებით მენჯის და კიდურების , შუბლის ბორცვების წამოწევა და ვითარდება რაქიტი ბავშვებში. მზიმე დეფიციტი შეიძლება გახდეს გულყრების მიზეზი. 

მოზარდებში განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, რადაგან სწორედ გარდატეხის ასაკში ყალიბდება ძვლის  სიმკვრივე და ასეთი ძვლოვანი მასა მთელი ცხოვრება უნდა გაჰყვეს, დაახლოებით 20 წლამდე  ყალიბდება ეს ზვლოვანი მას ა და 30 წლიდან მისი „ხარჯვა“ იწყება. თუ ადამიანს არ ჰქონდა სწორი კვება, არ იყო ფიზიკურად აქტიური, ჰქონდა დ ვიტამინის და კალციუმის დეფიციტი , ზრდასრულ ასაკში და მენოპაუზის პერიოდში ასეთ პირებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკი მკვეთრად მატულობს. 

საიდან ვიღებთ დ ვიტამინს?

მთავარი წყარო მზეა. ასევე დ ვიტამინს ვიებთ საკვებიდანაც, მაგრამ საკვებით მიღებუკლი გაცილებით ნაკლებია. პროდუქტები რომლების შეიცავენ დ ვიტამინს : კვერცხი, ცხიმიანი თევზი, ზოგიერთი ჯიშის სოკო. ასევე არსებობს დ ვიტამინის პრეპარატები, რომელსაც ვიყენებთ დ იტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის და მკურნალობისთვის. 

ბევრს მიაჩნია რომ რადგან საქართველო მზიანი ქვეყანა ა ამითომ დ ვიტამინის დეფიციტი არ უნდა იყოს, ან ზაფხულში ბევრი წყვეტს დ ვიტამინის მიღებას . საქმე ასე მარტივად არ არის . იმისათვის რომ ადამიანმა დ ვიტამინის დოზა მიიღოს უნდა იმყოფებოდეს შუაგულ მზეზე ყოველდღიურად 15-20 წუთის განმავლობაში (  საცურაო კოსტუმში) . მაგრამ ესეც შიზლება არ იყოს საკმარის. ბევრი სხვა ფაქტორები თამაშობენ როლს: კანის ფერი, გარემო, ტენიანობა, ასაკი ( ასაკში კანი ზნელად ღებულობს მზის სხივებს), ასევე  როცა იყენებენ ტანის საცხს. 

მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას წარმოქმნილი დ ვიტამინი უფრო მეტხანს ნარჩუნდება ორგამიზმში ვიდრე საკვების ან დანამეტის მიღებით. ღვიძლი არის განსაზღვრული დეპო . 

მოზრდილ ასაკში როგორც უკვე ავღნიშნეთ , ქალებში მენოპაუზის პერიოდში ,დ ვიტამინის დეფიციტი ასევე  მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოსტეოპოროზის ჩამოყალიბებაში, რის შედეგად ვითარდება მოტეხილობები, მიალგიები.

დ ვიტამინის დეფიციტის დროს დანამატების მიღება არ არის რეკომენდირებული ექიმის გარეშე.

საჭიროა პეიროდულად ჩატარდეს დ ვიტამინისა და ელექტროლიტების განსაზღვრა ლაბორატორიულად ექიმთან  შეთანხმებით,  დამათებითი კვლევები უნდა ჩატარდეს პაციენტის ანამნეზის და ჩატარებული ანალიზების მიხედვით.  

ტეგები

ტეგები