მუცლის არეში ჭვალის მაგვარი ტკივილი
კითხვა:
გამარჯობა, ბოლო პერიოდში ძირითადად ადგომის დროს რამდენჯერმე მქონდა მუცლის არეში რაღაც ჭვალის მაგვარი ტკივილი რომელიც რამდენიმე წამს გრძელდება, ამ წამებში მოძრაობაც მიჭირს. მერე თავისით გადის. რამდენად საყურადღებო სიმპტომია ეს , შეიძლება ანევრიზმის ან გულის ნიშანი იყოს? ბოლო პერიოდში ფიზიკურად ვვარჯიშობ, თამბაქოს არ მოვიხმარ.
პასუხი:
თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომები ახასიათებს სპაზმს, მაგრამ რა იწვევს ამ სპაზმებს, ზეპირად ძნელი სათქმელია - ეს შეილება იყოს დაკავშირებული კუნთების სპაზმთან, ნაწლავურ კოლიკასთან, მაგრამ ნაკლებად - გულთან ან ანევრიზმასთან. შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევა გასტროენტეროლოგთან, რომ გამორიცხოთ რაიმე პათოლოგია.