კარდიოქირურგიულ განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
- სარქვლის პლასტიკა - ანულოპლასტიკა, კარედების პლასტიკა, ხელოვნური ქორდები, მიტრალური, აორტალური, სამკარედიანი სარქველი;
- ერთი ან ორი სარქვლის (მექანიკური, ბიოლოგიური) პროტეზირება;
- კორონარული შუნტირება - ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში ან - მომუშავე გულზე. კორონარული შუნტირება შესაძლებელია იზოლირებულად ან სარქვლის პროტეზირებასთან (პლასტიკასთან) ერთად;
- ანევრიზმის რეზექცია/აპლიკაცია;
- პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის აღდგენა;
- აღმავალი აორტის პლასტიკა/პროტეზირება;
- აორტის რკალის პროტეზირება;
- გულის სიმსივნის (მიქსომა) ამოკვეთა;
- პერიკარდიოტომია;
- ბენტალის პროცედურა: აორტალური სარქვლის, აღმავალი აორტის და აორტის სარქვლის პროტეზირება;
- იაკუბის პროცედურა: აღმავალი აორტის პროტეზირება;
- გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ოპერაციები: ბოტალის სადინარი; აორტის კოარქტაცია; წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი; პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი.