ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციის დადებით გამოსავალს მნიშვნელოვან წილად განსაზღრავს მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული ანესთეზიოლოგიური სამსახურის არსებობა. ჩვენს კლინიკაში, ანესთეზია უმაღლეს სტანდარტებსა და თანამედროვე მიდგომებზეა დაფუძნებული, გამოიყენება მაღალი ხარისხის საანესთეზიო მედიკამენტები, რაც ხელს უწყობს პაციენტის სწრაფ აქტივაციას და მინიმუმამდე დაჰყავს გართულების რისკი. პაციენტებს ოპერაციები და პროცედურები უტარდებათ ზოგადი ანესთეზიით, რეგიონალური ბლოკადებით, მათ შორის პერიფერიული ბლოკადებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა სერვისი ხორციელდება უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.