აშშ.-ში მოღვაწე ცნობილი ონკო-უროლოგის ვიზიტი ალადაშვილის კლინიკაში და მორიგი წარმატებული ოპერაცია

აშშ.-ში მოღვაწე ცნობილი ონკო-უროლოგის ვიზიტი ალადაშვილის კლინიკაში და მორიგი წარმატებული ოპერაცია

14-16 ივნისს ალადაშვილის კლინიკაში აშშ-ში მოღვაწე ცნობილმა ონკო-უროლოგმა

14-16 ივნისს ალადაშვილის კლინიკაში აშშ-ში მოღვაწე ცნობილმა ონკო-უროლოგმა, რიჩმონდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი გურულმა და საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა ონკო-უროლოგმა, ზაალ კვირიკაშვილმა ერთობლივად ჩაატარეს ორი მნიშვნელოვანი ოპერაცია, დიაგნოზით: შარდის ბუშტის კიბო.

ჩვენს კლინიკაში პაციენტებს უტარდებათ მსოფლიო სტანდარტებით დადგენილი ყველა სახის რეკონსტრუქციული ოპერაცია შარდის დერივაციის (გადაყვანის) მიზნით, რომლებიც მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. 

ამ შემთხვევაში პაციენტების ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა 2 ტიპის ოპერაცია: შარდის ხელოვნური რეზერვუარის შექმნა და ურეთერო-კუტანეოსტომია (შარდსაწვეთის კანის ზედაპირზე გამოტანა)

ორივე პაციენტს დადგენილი აქვს შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე და ორივე მათგანს ჩაუტარდა რადიკალური ცისტექტომია (შარდის ბუშტის ამოკვეთა). პირველ შემთხვევაში შარდის დერივაციის რეკონსტრუქცია მოხდა წვრილი ნაწლავის მარყუჟებისგან დაბალი წნევის ხელოვნური რეზერვუარის შექმნით. 

მეორე პაციენტთან კი, რომელსაც წარსულში ამოკვეთილი აქვს ცალი თირკმელი, აუცილებელი გახდა შარდსაწვეთის კანის ზედაპირზე გამოტანა. (ურეთერო-კუტანეოსტომა)

ორივე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ახლა პაციენტები პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას გადიან.

ბატონი გიორგი გურული უკვე 23 წელია მოღვაწეობს აშშ-ში, თუმცა მან საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში, ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში დაიწყო. რამდენიმე წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ ბატონმა გიორგიმ ამერიკაში გადაინაცვლა და იქ პიტსპურგის უნივერსიტეტში გაიარა რეზიდენტურა. მან პირველი სამსახური რატგერის ნიუ ჯერსის სამედიცინო სკოლაში დაიწყო. დღეს კი ის რიჩმონდში, ვირჯინიის უნივერსიტეტის (Virginia Commonwealth University) ქირურგიული დეპარტამენტის სრული პროფესორი და Massey Cancer Center-ის ონკო-უროლოგიური განყოფილების დირექტორია.

გვინდა, გაუწყოთ, რომ ბატონი გიორგი და მისი კოლეგები გეგმავენ მსგავსი ვიზიტების გამეორებას ჩვენს კლინიკაში. ალადაშვილის კლინიკის გუნდი მოხარულია ამ წარმატებული თანამშრომლობით და კვლავაც ელის აშშ.-ის წამყვან სპეციალისტებთან ერთობლივ მუშაობას.

პროფესიონალები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები