ალადაშვილის კლინიკის ახალი პროექტი მთელი საქართველოს

ალადაშვილის კლინიკის ახალი პროექტი მთელი საქართველოს

„პროფესიონალი მედიკოსები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში“

ალადაშვილის კლინიკის სპეციალური პროგრამა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში მედიკოსთა გასვლითი აქციების ორგანიზებას და ჩვენი ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლისთვის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარების გაწევას გულისხმობს.

ალადაშვილის კლინიკა მიზნად ისახავს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და სრულფასოვანი გახადოს სამედიცინო მომსახურება არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში. სწორედ ამიტომ, ჩვენმა კლინიკამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც მოიცავს გასვლითი აქციების ორგანიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროგრამის სახელწოდებაა - „პროფესიონალი მედიკოსები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში“ და მისი მიზანია უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარების გაწევა საქართველოს თითოეული მაცხოვრებლისთვის. აქციის ფარგლებში ა.წ. 7ივლისს ქ. თბილისის ,,ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკამ“ დაბა სართიჭალის მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ, ჰუმანიტარულ საწყისებზე, ჩაუტარა სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების კონსულტაციები, რიგი კვლევები და დაურიგა საჭირო მედიკამენტები.

გვინდა, გაცნობოთ, რომ ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი, გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და და მოიცავს საქართველოს თითოეულ რეგიონს.

თქვენი ჯანმრთელობა და კომფორტი ჩვენი მთავარი საზრუნავია!

პროფესიონალი მედიკოსები თქვენს სამსახურიში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან აქციებზე და სკრინინგ-პროგრამებზე ჩასაწერად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები