რა შემთხვევაში მივმართოთ გინეკოლოგს?

რა შემთხვევაში მივმართოთ გინეკოლოგს?

გინეკოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ქალის რეპროდუქციულ სისტემას და ქალის ორგანიზმის სპეციფიურ დაავადებებს.

ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიების და მათი დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება ალ. ალადაშვილის კლინიკის გინეკოლოგი, ქალბატონო თეონა ბერიშვილი.

გინეკოლოგიური პათოლოგიები ორ  ძირითად ჯგუფად იყოფა: ონკოლოგიური და არაონკოლოგიური.  

- რომელია ყველაზე გავრცელებული არაონკოლოგიური დაავადებები?

არაონკოლოგიური პათოლოგიებიდან ყველაზე გავრცელებულია: 

  • საშვილოსნოს მიომა, 
  • საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, 
  • საკვერცხის კისტა, 
  • საშვილოსნოს ყელის დისპლაზია (მსუბუქი, ზომიერი, მძიმე),
  • ენდომეტრიოზი.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: 

  • ტრიქომონიაზი, 
  • ქლამიდიოზი, 
  • მიკოპლაზმოზი, 
  • ურეაპლაზმოზი, 
  • ჰერპესი, 
  • მიკოზი, 
  • პაპილომავირუსული ინფექცია.
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები (საყურადღებოა ბავშვთა ასაკიც), 
  • კლიმაქტერული პერიოდი და მასთან დაკავშირებული ჩივილები, 
  • უშვილობა,

ყველა ამ დაავადების წარმატებული მკურნალობა შესაძლებელია თუ დროულად მიმართავთ გინეკოლოგს.    

- რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ გინეკოლოგს?
გინეკოლოგს ქალმა უნდა მიმართოს: 

  • მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილის, 
  • ქაჩვის შეგრძნების, 
  • შორისის მიდამოში ბურთისებური წარმონაქმნის არსებობის, 
  • შარდის შეუკავებლობის, 
  • საშოდან სისხლიანი  ან ხორცის ნახარშის მსგავსი გამონადენის, 
  • წვისა და ქავილის, 
  • გარეთა სასქესო ორგანოებზე გამონაყარის ან წვეტიანი წანაზარდების აღმოჩენის, 
  • უხვი სპეციფიური სუნის მქონე  გამონადენის, 
  • უშვილობის, 
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს,

საყურადღებოა, რომ ზოგჯერ ჩივილი და უსიამოვნო შეგრძნება თავად გაივლის,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი განიკურნა, დაავადება ფარულად განაგრძობს არსებობას და შემდგომ უფრო მეტი აგრესიულობით იჩენს თავს.

ჩვეულებრივ, რა სახის კვლევები შედის გინეკოლოგთან ვიზიტში?

  • გინეკოლოგთან ვიზიტი მოიცავს სრულ კვლევას: 
  • გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების დათვალიერება-გასინჯვა, 
  • ნაცხის ბაქტერიოსკოპია, 
  • ექოსკოპია

საჭიროების შემთხვევაში ასევე:

  • პაპ-ტესტი, 
  • კოლპოსკოპია, 
  • ბიოფსიური მასალის აღება, 
  • საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ღრუს კურეტაჟი (გამოფხეკვა), 

რას გულისხმობს კოლპოსკოპია?
კოლპოსკოპია- საშვილოსნოს ყელისა და საშოს კვლევის ენდოსკოპიური მეთოდია. ის იძლევა თვალით შეუმჩნეველი პათოლოგიების დიაგნოსტირების საშუალებას. კოლპოსკოპიის დახმარებით ხორციელდება პათოლოგიური უბნიდან მცირე ქსოვილოვანი ფრაგმენტის-ბიოფტატის აღება, ასევე კოლპოსკოპიის დახმარებით დიაგნოსტირდება: 

  • საშვილოსნოს ყელის ეროზია, 
  • ყელის არხის ჰიპერპლაზია, 
  • დისპლაზიები, 
  • ლეიკოპლაკია, ერითროპლაკია, 
  • კონდილომები, 
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სტადიები.                                                        

- როგორ შეიძლება გინეკოლოგიური დაავადების გართულების პრევენცია?
ამისათვის, ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში ქალბატონებმა უნდა მიმართონ გინეკოლოგს, ხოლო მათ ვისაც არც ერთი ჩივილი არა აქვს, საჭიროა, წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ პროფილაქტიკური შემოწმება, რათა მოხდეს ფარულად, უსიმპტომოდ მიმდინარე  დაავადებების გამოვლენა და ადრეულ სტადიაზე მატი მკურნალობა.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოდ სრული  გინეკოლოგიური გამოკვლევით 165 ლარის ნაცვლად 85 ლარად!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები