სისხლის გადასხმის მნიშვნელობა

სისხლის გადასხმის მნიშვნელობა

ჰემოტრანსფუზია, სისხლის გადასხმა, მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროცედურაა,

ტრანსფუზილოგია - მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ადამიანისთვის სისხლის და მისი პრეპარატების, ასევე სისხლის შემცვლელების და პლაზმის შემცვლელი სითხეების გადასხმის საკითხს. რა დროსაა აუცილებელი სისხლის გადასხმა, რა მნიშვნელობა აქვს დონორის მიერ გაღებულ სისხლს სიცოცხლის გადარჩენსთვის? ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის სისხლის გადასხმის სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი-ტრანსფუზიოლოგი, ქალბატონი მაია გოგია თავის ასისტენტთან, ნანუკა ზაზიაშვილთან ერთად.

სისხლის გადასხმა, ჰემოტრანსფუზია, მედიცინაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროცედურაა, რომელიც თავისი არსით ქსოვილთა ტრანსპლანტაციას წარმოადგენს. ეს ერთი შეხედვით მარტივი მანიპულაციაა, თუმცა მრავალი მნიშვნელოვანი დეტალისა და ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს.
სისხლის გადასხმის სხვადასხვა სახეები არსებობს მაგრამ თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება ინვიტრო მეთოდი, რომელიც გულისხმობს (წვეთოვნად, ნაკადით) ინტრა-ვენურად სისხლის მიწოდებას რეციპიენტისთვის (მიმღებისთვის).

- რა დროს ხდება სისხლის გადასხმა საჭირო?
სისხლის გადასხმის ჩვენებას წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც იკარგება სისხლის 30-40%. ამ დროს პაციენტს აღენიშნება პოსტჰემორაგიული ანემია - ანუ სისხლდენის შემდგომი სისხლნაკლებობა. ჰემოტრანსფუზია, როგორც წესი, აუცილებელია მწვავე სისხლდენის, საშუალო ან ძლიერი სისხლდენით მიმდინარე ტრავმული შოკის დროს.

სისხლის გადასხმის მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა სახის ანემიები, რომლებიც სისხლის საერთო ანალიზში გამოიხატება ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის ან ერითროციტის კრიტიკულად შემცირებული მაჩვენებელით. მაგალითად, როდესაც პაციენტს უდგინდება რკინა დეფიციტური, ჰემოლიზური, სისხლწარმოქმნის დარღვევის შედეგად განვითარებული თუ სხვა სახის დაუზუსტებელი ანემია.

- რა უნდა იცოდეს ყოველმა დონორმა?
აუცილებელია ვიცოდეთ, რომ დონორი ვერ გახდება ისეთი პირი, რომელსაც აქვს რომელიმე ქრონიკული დაავადება ან ვირუსული ინფექცია. დონორების გამოკვლევა ექიმ-თერაპევტის მიერ შეიცავს: 

  • ანამნეზის შეკრებას, 
  • პირის ღრუს ლორწოვანის, კანის საფარის დათვალიერებას, 
  • ლიმფური კვანძების პალპაციას, 
  • არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურის გაზომვას, 
  • პულსის სიხშირის დათვლას, 
  • გულმკერდის ორგანოების აუსკულტაციას, 
  • მუცლის ღრუს ორგანოების პალპაციას და სხვ.

- საფრთხისშემცველია თუ არა სისხლის გაღება?
რაც შეეხება საფრთხეს, ფაქტიურად არ არსებობს, თუ რა თქმა უნდა, არაუმეტეს 400 მლ იქნება აღებული. სისხლის ეს რაოდენობა წარმოადგენს მიღებულ სტანდარტს. ასევე, ყველა სისხლის ბანკში დოდნორობის მსურველ პირებს ურიგდებათ სპეციალური კითხვარი, რომლის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც დონორს შეუძლია, მშვიდად გაიღოს სისხლი და შეიტანოს წვლილი არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში.
გარდა ამისაა, გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის სასარგებლოცაა სისხლის გაღება, რადგან ორგანიზმს საშუალება ეძლევა, თავად გამოიმუშაოს და აღიდგინოს დაკარგული სისხლი ახლით.
წარმოიდგინეთ, რა დიდი სიკეთეა, იყო დონორი, როცა ერთი ადამიანის გაღებულ სისხლს შეუძლია გადაარჩინოს სამი სიცოცხლე! გვინდა, მთელ საზოგადოებას კი მოვუწოდოთ - ვისაც ჯანმთელობა ხელს გიწყობთ, იყავით ქველმოქმედები და გაიღეთ სისხლი, რათა ერთად დავდგეთ სიცოცხლის სადარაჯოზე!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები