კიდევ ერთი წარმატებული  ნაბიჯი

კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი

"ჯანდაცვის პოლიტიკა და მედიცინის თანამედროვე ასპექტები"

კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი - ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის მულტიპროფილური კლინიკა საერთაშორისო კონფერენციაზე "ჯანდაცვის პოლიტიკა და მედიცინის თანამედროვე ასპექტები"

9 დეკემბერს გამართულ სამედიცინო კონფერენციაზე ჩვენი კლინიკა ექიმმა-ენდოსკოპისტმა, ბატონმა გიორგი სიჭინავამ წარადგინა თემით "ქოლედოქოლითიაზის ენდოსკოპიური მართვა."

თავის მოხსენებაში ბატონმა გიორგიმ ისაუბრა ნაღველკენჭოვანი დაავადებების მკურნალობაში ენდოსკოპიის როლსა და მნიშვნელობაზე.

თანამედროვე მედიცინაში ენდოსკოპია არამხოლოდ სადიაგნოსტიკო საშუალებას, არამედ ასევე მკურნალობის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს.

ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდის მიერ წარმატებით მიმდინარეობს როგორც ნაღველკენჭოვანი, ისე სხვა სახის გასტროენტეროლოგიური დაავადებების მართვა.

ვულოცავთ ექიმ გიორგი სიჭინავას წარმატებულ კონფერენციას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ალადაშვილის კლინიკის გუნდის თითოეული წევრის უმთავარესი საზრუნავი პაციენტების სიცოცხლეზე უწყვეტი ზრუნვაა!

პროფესიონალები თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები