გაინტერესებთ რომელია გაზაფხულის ინფექციები? როგორ ავირიდოთ თავიდან და რა პრევენციულ ზომებს მივმართოთ? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი გიორგი სარიშვილი.
მარტიდან ჰაერის ტემპერატურა ზაფხულამდე არასტაბილურია, ეს ძალიან მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და დიდი რისკია გაზაფხულის ინფექციით დაავადებისა. სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე გავრცელებული ვირუსი გაზაფხულზე გრიპია, რომელიც მაღალი სიცხით, ხველებით, სისუსტით, ყელის ტკივილითა და თავის ტკივილით ვლინდება.
– რა პრევენციული ზომები არსებობს?
იმისათვის რომ ვირუსული ინფექციები თავიდან ავიცილოთ უნდა ყურადღება მივაქციოთ კვებას, აუცილებელია დიდი დოზით ვიტამინებით გაჯერებული საკვების მიღება. ასევე დიდი რაოდენობით წყალი უნდა მიიღოთ და რაც ყველაზე მთავარია დაიცავით პირადი ჰიგიენა.
– რა არის როტავირუსული ინფექცია?
ეს არის მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით, მეტეორიზმით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურით და კატარალური სინდრომით.
– რა არის ამ დაავადების აღმოცენებისა და გავრცელების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორები?
ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორები დაბალი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, უხარისხო სასმელი წყალი, ცუდად გარეცხილი ან გაურეცხავი ხილ-ბოსტნეულია. დაავადების გადაცემაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთები და სათამაშოები.
– როგორ ვლინდება?
დაავადება იწყება მწვავედ. დაავადების გაშლილი სურათი ფორმირდება უკვე 12-24 საათში დაავადების დაწყებიდან. პაციენტს აღენიშნება ღებინება, უხვი წყლიანი განავალი, ლორწოსა და სისხლის შერევის გარეშე, ხოლო თუ სისხლიც ახლავს ეს ადასტურებს ბაქტერიული ინფექციის თანდართვას. ასევე ამას შესაძლოა დაემატოს ინტოქსიკაცია,რომელსაც ემატება სისუსტე, თავბრუსხვევა და ციება.
– რა პრვენცია არსებობს ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად?
ყოველთვის დაიბანეთ ხელები ჭამამდე.
ერიდეთ სწრაფ კვებას ე.წ. ფასდფუდს.
როდესაც სახლში საჭმელს ამზადებთ აუცილებლად დაიბანეთ ხელები მომზადებამდე და მომზადების შემდეგ განსაკუთრებულად თუ უმ პროდუქტთან გაქვთ შეხება. ეცადეთ გამოიყენოთ სხვადასხვა დაფა და დანა უმისთვის და მზა პროდუქტისთვის. განსაკუთრებული ყურადღებით გარეცხეთ მწვანილი, ხილი და ბოსტნეული და დაამუშავეთ მდუღარე წყლით.
სახლში რეგულარულად გააკეთეთ დეზინფექცია.
თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ, თუ მუცლის ტკივილი, აშლილობა და ღებინება გაქვთ, ნუ ჩააყენებთ რისკის ქვეშ ოჯახისწევრებს. არ მოამზადოთ საჭმელი, არ მიმართოთ თვითმკურნალობას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ჩასაწერად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.
გისურვებთ ჯანმრთელობას!